რუსიშვილი ლევან ფრიდონის ძე (20. XII. 1964, თბილისი), ბიოლოგი. დაამთავრა თბილ. 62-ე საშ. სკოლა (1981), თსუ-ის ბიოლოგიის ფაკ-ტი (1991). იყო: თსუ-ის ბიოლოგიის ფაკ-ტის განვითარების ბიოლოგიის ლაბორ. ლაბორანტი (1991-1995); უფრ. ლაბორანტი (1995-2004); ამავე ლაბორ. მეცნიერ-თანამშრომელი (2004-2006). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ბიოლოგიის მეცნ. კანდ. ხარისხის მოსაპოვებლად, თემა: „ზრდასრული ვირთაგვას კარდიომიოციტების მორფო-ფუნქციური აქტიურობის რეგულაციის ზოგიერთი მექანიზმი“ (2004). არის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის ბიოლოგიის დეპარტამენტის მორფოლოგიის კათედრის ლექტორი (2006-2019) და ასისტენტ პროფესორი (2019-დან). მისი ნაშრომებია: „Nucleolar sub-compartments in motion during rRNA synthesis inhibition: Contraction of nucleolar condensed chromatin and gathering of fibrillary centers are concomitant“ (PLoS ONE, 2017, Vol. 12, p. 1-37); „Study of Hepatocytes Polyploidization Peculiarities in Cholestatic Liver of Adult Rats“ (Molecular & Cellular Biomechanics, 2021, N 18); „Leucine-Based Pseudo-Proteins (LPPs) as Promising Biomaterials: A Study of Cell-Supporting Properties“ (Polymers, 2023, N 15); "HGF/C-Met/ERK1/2 Signaling Pathway and Hepatocyte Polyploidization in Cholestatic Liver of Adult White Rats“ (Progress in Medical Sciences. Prog Med Sci, 2025, V-9, Issue 2, PMS-1151).