რუსიეშვილი მანანა რევაზის ასული
რუსიეშვილი მანანა რევაზის ასული

რუსიეშვილი მანანა რევაზის ასული (12.IV.1959, თბილისი), ენათმეცნიერი, მეცნიერი, მთარგმნელი, პედაგოგი. თსუ-ის  პროფესორი (2009). დაამთავრა  თსუ-ის  დას. ევრ. ენებისა და ლიტერატურის ფაკ-ტი. იყო თსუ-ის ინგლ. ფილოლოგიის კათედრის მასწავლებელი (1993-1995), ამავე უნ-ტის ინგლ. ფილოლოგიის კათედრის დოცენტი (1995-2001),  ინგლ. ფილოლოგიის კათედრის პროფესორი (2001-2006),  ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის ინგლ. ფილოლოგიის დეპარტ. ასოცირებული პროფესორი (2006-2009),  ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის დას. ევრ. ენებისა და ლიტერატურის სასწ.–სამეცნ. ინ-ტის დირექტორი (2011-2014), თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის ინგლ. ფილოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი (2009-დან), ინგლ. ფილოლოგიის კათედრის გამგე, ინგლ. ფილოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვ., ინგლ. ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვ., ფილოლ. მეცნ. კანდ. (1990) და ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1999). რ. მ. იყო თსუ-ის სენატის ორი მოწვევის წევრი, ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის საბჭოს რამდენიმე მოწვევის წევრი. ენის დაუფლების დარგობრივი საბჭოს წევრი. როგორც მკვლევარი, რ. მ. მიწვეული იყო ოქსფორდისა (2001, 2002) და კემბრიჯის (2011) უნ-ტებში. როგორც პროფესორი, კითხულობდა ლექციებს  ინგლისის, იტალიის, პოლონეთისა და უნგრეთის უნ-ტებში. რ. მ-ს ხელმძღვანელობით დაცულია მრავალი სადოქტორო და სამაგისტრო ნაშრომი. რ. მ. დაჯილდოებულია თსუ-ის ოქროს მედლით (2023). რ. მ. არის საქართვ. ინგლ. ენის მასწავლებელთა ასოციაციის (ETAG) პრეზიდენტი და  შემდეგი პროფ. გაერთიანებების წევრი: ენის მოდელირების ასოციაციის; ბელგიის ლინგვ. საზ-ბის; საერთაშ. ლინგვ. საზ-ბა კომუნიკაციის სტრატეგიების (ნოტინგემი, ინგლისი), შვეიცარიის გამოყენებითი ლინგვ. საზ-ბის. იგი არის ჟურნ. „Online Journal of Humanities ETAGTSU“  მთ. რედ. ჟურნალი რეგისტრირებულია ბევრ პრესტიჟულ სამეცნ. ბაზაში. აგრეთვე არის ჟურნ. „ფილოლოგია“ (სტუდენტური ჟურნალი)  კონსულტანტი. რ. მ. სხვადასხვა დროს თსუ-ში კითხულობდა შემდეგ კურსებს: ინგლ. ფილოლოგია ბაკალავრიატის საფეხურზე:  შესავალი ინგლისურ ფილოლოგიაში, ლექსიკოლოგია, ინგლ. ენის სტილისტიკა, ბრიტანეთმცოდნეობის საფუძვლები. მაგისტრატურის საფეხურზე: ინგლ. ენის პრაქტ. კურსი, ლექსიკური სემანტიკა, ინტერკულტურული კომუნიკაციის ლინგვ. საფუძვლები, ტექსტის ლინგვისტიკა, მეტაფორის თეორია, ქართულ-ინგლ. ლიტ. და კულტ. ურთიერთობები; რ. მ-ს კვლევის სფეროებია: შედარებითი და შეპირისპირებითი  ლექსიკოლოგია, სტილისტიკა, პრაგმატიკა, სოციოლინგვისტიკა, მეტაფორის თეორია; პოლიტ. და გენდერის დისკურსი.  გამოქვეყნებული აქვს 130-ზე მეტი შრომა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშ. პერიოდულ გამოცემებში. ინგლ. ენაზე თარგმნილი აქვს ლიტ. და სამეცნ. ნაშრომები, მათ შორის არნ. ჩიქობავას, კ. კეკელიძისა და ივ. ჯავახიშვილის შრომები. რ. მ. არის რუსთაველის სამეცნ. ფონდის მიერ მხარდაჭერილი რამდენიმე ფუნდამენტური პროექტის ხელმძღვ. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა  „ქართული ენის იდიომებისა და ანდაზების ფონდების მონაცემთა ბაზა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული, თურქული და არაბული ეკვივალენტებით)“, რ-იც ითვალისწინებს რამდენიმე განსხვავებული კულტ. იდიომებისა და ანდაზების ფონდების მონაცემებთან შედარება–შეპირისპირებით, ქართ. ენის იდიომებისა და ანდაზების ფონდების ელექტრონული ბაზის შექმნას; დასახელებული ენების იდიომებისა და ანდაზების ენათაშორისი ეკვივალენტობისა და მათი კულტუროლოგიური ასპექტების წარმოჩენას.

თხზ.: რუსიეშვილი, მ. (2005). ანდაზა:[მონოგრაფია]; რუსიეშვილი, მ. (თანაავტორი). (2025). კონცეპტუალური მეტაფორის უნივერსალური და ვარიანტული მოდელები: ქართული და ინგლისური კონტექსტი. თბ., უნივერსალი; რუსიეშვილი, მ. (2011). Georgia through its Legends, Folklore and People ; რუსიეშვილი, მ. (2012). Georgia through Earth, Fire and Water; რუსიეშვილი, მ. (თანაავტორი). (2018). Readings in English Philology. თბ., უნ-ტის გამ-ბა; რუსიეშვილი, მ. (თანაავტორი). (2023). Speak outside the Box, Book I და II. თბ., უნ-ტის გამ-ბა; რუსიეშვილი, მ. (თანაავტორი). (2023). Stylistics (Seminar Reader). თბ., უნ-ტის გამ-ბა; რუსიეშვილი, მ. (თანაავტორი). (2021). Us and Them: intercultural sensitivity of Polish and Georgian adolescent multilinguals; რუსიეშვილი, მ. (2023). "A battle of the sexes" and gender solidarity in the Georgian version of the British tv show The Weakest Link. Communication and gender Debates in English, Italian and Spanish.