რუსეცკი აკაკი გიორგის ძე
რუსეცკი აკაკი გიორგის ძე

რუსეცკი აკაკი გიორგის ძე (16.VII.1963). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1985) და ასპირანტურა, თეორ. ფიზიკის მიმართულებით (1988). რ. ა.-ს მიენიჭა ფიზ.-მათ. კანდ. აკად. დოქტორის ხარისხი სადისერტაციო თემაზე: “πN scattering in the framework of Low equations” (1994, თსუ), ხოლო პრივატდოცენტის ხარისხი - ნაშრომზე „Hadronic atoms in Quantum Chromodynamics” (2005, ბონის უნ-ტი). მისი სამეცნ. ინტერესების სფეროა: ძლიერი ურთიერთქმედებების თეორია, კვანტური ქრომოდინამიკა, ეფექტური ველის  თეორიები და ველის თეორიები მესერზე. მას გამოქვეყნებული აქვს ასზე მეტი ნაშრომი რეფერირებულ საერთაშ. ჟურნ., რომელთა შორის აღსანიშნავია, მაგ.: „Hadronic atoms in QCD + QED“ (განხილულია ადრონული ატომების ზოგადი თეორიის საფუძვლები ეფექტური ველის თეორიის მიდგომაში. Phys. Rept. 456, 167-251, 2008); „Scattering phases for meson and baryon resonances on general moving-frame lattices“ (ჩატარებულია სპინის მქონე ნაწილაკების დრეკადი გაფანტვის სრული ანალიზი მესერზე, მოძრავ ათვლის სისტემებში. Phys. Rev. D, 86, 094513, 2012); „Three particle quantization condition in a finite volume: 2: general formalism and the analysis of data“ (ერთ-ერთი პიონერული ნაშრომია სამნაწილაკოვანი ამოცანის ჩამოყალიბებაზე სასრულ მოცულობაში. JHEP, 10, 115, 2017). გარდა ამისა, რ. ა. არის უ. მაისნერთან (U.-G. Meißner) ერთად. სახელმძღვანელოს „Effective field theories“ თანაავტორი, რ-იც შედგენილია ბონის უნ-ტში მის მიერ წაკითხული ლექციების კურსის მიხედვით. რ. ა. მუშაობდა და მუშაობს მსოფლიოს წამყვან უნ-ტებსა და კვლევით ინ-ტებში: თსუ-ის ნ. ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტი (1988-დან), ბირთვული კვლევების გაერთ. ინ-ტის თეორ. ფიზიკის ლაბორ. (JINR, ქ. დუბნა, რუსეთი) (1996-1998), ბერნის უნ-ტის თეორ. ფიზიკის ინ-ტი (შვეიცარია) (1998-2002), თეორ. ბირთვული ფიზიკის ევრ. ცენტრი (ტრენტო, იტალია) (2002-2003) და ჰელმჰოლცის ინ-ტში (ბონის უნ-ტი, გერმანია) (2003). რ. ა დღემდე არის თსუ-სა (1988-დან) და ბონის უნ-ტის თანამშრომელი (2003-დან); მრავალი საერთაშ. თანამშრომლობისა და სამეცნ. ფონდის საგრანტო პროექტის მონაწილე, რ-თა შორის აღსანიშნავია ფოლკსვაგენის (გერმანია), შ. რუსთაველის (საქართვ.) და სომხეთის მეცნ. და ტექ. კომიტეტის მიერ დაფინანსებული პროექტების თანახელმძღვანელობა (2013-2023). ეს პროექტები მიზნად ისახავდა სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამების დანერგვას საქართვ. და სომხეთის უმაღლ. სასწავლებლებში. კოლეგებთან ერთად რ. ა.-ს მიღებული აქვს JINR-ის სპეც. პრიზი (1998) „მიღწევებისათვის მძიმე კვარკების ფიზიკის კვლევებში.“ ორჯერ იყო ჩინეთის აკადემიის პრეზიდენტის (CAS) საერთაშ. სტიპენდიების პრეზიდენტის ინიციატივის (President's International Fellowship Initiative -PIFI) კონკურსის გამარჯვებული (2021,2024).

თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): Rusetsky, A. (თანაავტორი). (2022). Effective Field Theories. Cambridge University Press & Assessment, ISBN-13: 9781108476980.