რუხაია გორგი
რუხაია გორგი

რუხაია გორგი ხიმურის ძე (08.X.1992 ქ. თბილ.), მათემატიკოსი. გამოყენებითი მათემატიკის მეცნ. დოქტორი (2021). დაამთავრა: თბილ. 171-ე საშ. სკოლა (2010), თსუ–ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტი მათ. სპეციალობით (ბაკალავრი, 2014); რაინის ფრიდრიხ ვილჰელმის სახ. ბონის უნ–ტის მაგისტრატურა (გერმანია, 2017) და პარიზ-დოფინის უნ–ტის (პ.ს.ლ.) მათ. სადოქტორო სკოლა (საფრანგეთი, 2021).  არის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათ. ინ-ტის მეცნ. თანამშრომელი (2022- დან). პარალელურად ეწევა სამეწარმეო საქმიანობას (მათ. საკონსულტაციო/კვლევითი მომსახურება კერძო სექტორისათვის). 18 თვე იყო Signify N.V.-ში (ქ. ეინდჰოვენი, ნიდერლანდები, 2018–2021) ევროპული ინდუსტრიული დოქტორანტურის ინდუსტრიულ მხარეზე; პარალელურად  იყო მკვლევარი დოქტორანტი INRIA-ში (ინფორმატიკისა და ავტომატიკის ეროვნ. კვლევითი ინ–ტი (ქ. პარიზი, საფრანგეთი, 2018–2021).  შპს სტედილოჯიქის კომერციული კვლევითი პროექტის წევრი (2014–2015);  მუშაობდა სკოლა-პანსიონ IB-მთიებში ინფორმატიკის მასწავლებლად (2013–2014). მისი სამეცნ. ინტერესების სფერო მოიცავს ბიზნესისა და ინდუსტრიის ამოცანების მათ. მოდელირებას, ოპტიმიზაციას, გეომეტრიას, ალბათობის თეორიასა და სტატისტიკას. ძირითადი კვლევითი მიმართულებაა ოპტიმალური ტრანსპორტის თეორია და მისი გამოთვლითი ასპექტები, მათ შორის გამოყენება ამინდის მოდელებში. იყო 1 საერთაშ. გრანტის (ROMSOC EID.) მონაწილე (2018-2021). ბონის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის სამაგისტრო მოსამზადებელი სწავლების სტიპენდიანტი (2015-2017). ამ მომენტისთვის 5 სამეცნ. ნაშრომის ავტორი.