რუბაშვილი იმედა  მარლენის ძე
რუბაშვილი იმედა მარლენის ძე

რუბაშვილი იმედა მარლენის ძე (14.V.1981, ქუთაისი), ქიმიკოსი, პედაგოგი, ექსპერტი. დაამთავრა ა. წერეთლის სახ. უნ-ტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტი, ქიმიის ბაკალავრიატი (2002) და ქიმიის მაგისტრიატურა (2004). დაამთავრა საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის პ. მელიქიშვილის ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის ასპირანტურა, შემდგომ დოქტორანტურა ფიზ. ქიმიისა და ქრომატოგრაფიის მიმართულებით (2004-2009), ქიმიის დოქტორის აკად. ხარისხი (2009). თსუ-ის პ. მელიქიშვილის ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის ფიზ.-ქიმ. პროცესების კვლევის ლაბორ. მეცნიერ-თანამშრომელი (2005-2017), ორგ. ნაერთთა ქიმიის ლაბორ. უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (2018-დან), ლიეჟის უნ-ტის სამკურნ. საშუალებების ანალიზის ლაბორ. მკვლევარი (ბელგია, 2016). გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. პუბლიკაციები Web of Science და Scopus ბაზებში არსებულ მაღალრეიტინგულ ჟურნალებში: „Measurement Uncertainty Evaluation of Analytical Method for Quantitative Determination of Ursolic and Oleanolic Acids in Apple Processing Agroindustrial Waste Material“ (Periodico Tche Quimica, 2022, V.19, Issue 42);  „Analytical Validation Study with Uncertainty Evaluation of the Method for Quantitative Determination of Hesperidin in the Extracted Product and Mandarin Processing Waste“ (Methods and Objects of Chemical Analysis, 2024, V.19, Issue 1) და სხვ. მიღებული აქვს საქპატენტის მიერ გაცემული საპატენტო მოწმობები: „ურსოლის მჟავის მიღების ხერხი“ და „ანტოციანინების მიღების ხერხი“. იგი ეროვ. და საერთაშ. სამეცნ. კონფერენციების აქტიური მონაწილეა. მიღებული აქვს შ. რუსთაველის საქართ. ეროვ. სამეცნ. ფონდის გრანტები, მათ შორის, ფუნდამენტ. კვლევის, როგორც სამეცნ. ხელმძღვანელს, ასევე ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის, ახალგაზრდა მეცნიერთა სტაჟირებისა და სამოგზაურო გრანტები (2010-დან). მისი სამეცნ. ინტერესებია: სითხურ ფაზაში ბუნებრივი და მოდიფიცირებული მასალების სორბციული და ორგ. ნაერთთა დაყოფის პროცესების კვლევა; აგროინდუსტრიული ნარჩენებიდან ბიოაქტიური ნივთიერების მიღება; დერივატიზაცია; სტაბილურობისა და ბიოლოგ. აქტივობის შესწავლა; ახ. ორგ. ბიოაქტიური ნაერთების სინთეზი; სხვადასხვა ნიმუშებში ბიოაქტიური და ფარმაკოლოგიური, ასევე ტოქსიკური ნივთიერებების ანალიზი, ბიოანალიზი და მიკრობიოლოგიური მეთოდების შემუშავება-ვალიდაცია. აქტიურად კითხულობს სალექციო კურსებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე:  ილიას სახელმწ. უნ-ტში (2012-2015); სოხუმის სახელმწ. უნ-ტში (2020-დან); თბილ. სახელმწ. სამედ. უნ-ტში (2020-დან) და კავკასიის უნ-ტში (2025-დან). იყო საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს წევრი (2013-2021). აქტიურად ეწევა სატრენინგო საქმიანობას და თანამშრომლობს საქართვ. ლაბორ. ასოციაციასთან - GeLab და საკონსულტაციო კომპანიასთან შპს „ხარისხის ინჟინერია-საქართველო“, როგორც საერთაშ. სერტიფ. ტრენერ-მენტორი, კონსულტანტი ლაბორ. სტანდარტებისა და ტექნიკების, ასევე ფარმაცევტული ხარისხის სტანდარტების მიმართულებით (2024-დან). იგი აქტიურად საქმიანობს ფარმაინდუსტრიაში (შპს „ავერსი-რაციონალი“, შპს „GM Pharma“), კერძოდ, ხარისხის მართვაში სხვადასხვა წამყვან პოზიციებზე, არის GMP/GDP სტანდარტების დანერგვის ექსპერტი (2008-დან). ამჟამად, არის სს „ბიოქიმფარმში“ ხარისხის გან-ბის ხელმძღვ., კვალიფიციური პირი (QP).  იგი არის სსიპ შ. რუსთაველის საქართვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდისა და სსიპ განათლ. ხარისხის განვით. ეროვნ. ცენტრის ექსპერტი (2024-დან). მიღებული აქვს საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის რ. აგლაძის სახელობითი აკად. პრემია ნაშრომთა ციკლისათვის „აგროსამრეწველო ნარჩენების გადამუშავების ინოვაციური ტექნოლოგიები“ (2021) და საქართვ. ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების „მუდმივი ლიდერის  - წლის დასაქმებულის“ ჯილდო (2018).

თხზ.: Rubashvili, I. (თანაავტორი). (2018). Extraction of valuable products from agroindustrial waste materials. Lambert Academic Publishing. ISBN: 9786139906963.