-
ავტორი
- კატეგორიები: პოეტი არტისტი სამართალმცოდნე კურსდამთავრებული
რთველიაშვილი ზურაბ (16. X. 1967, ყარაღანდა, ყაზახეთი-20. IV. 2021, თბილისი, დაკრძლულია მახათას მწერალთა და საზ. მოღვაწეთა პანთეონში). პოეტი, სამოქალაქო უფლებების დამცველი, სამოქალაქო აქტივისტი, პერფორმერი, მულტიმედია არტისტი. დაამთავრა თსუ-ის სამართალმცოდნეობის ფაკ-ტი. აქტურად მონაწილეობდა ეროვნ. მოძრაობაში (1987-1990); გამოდიოდა პოეტური პერფორმანსებით; მონაწილეობდა "ვარდების რევოლუციის" პერიოდის საპროტესტო გამოსვლებში (2003); შემდგომ კი ნაციონალური მთავრობის კრიტიკით (2005); იყო არასამთავრობო ორგანიზაცია "თანასწორობის ინსტიტუტის" ერთ-ერთი ლიდერი; დატოვა საქართვ. და პოლიტ. დევნილის სტატუსით ცხოვრობდა შვედეთში (2010-2020 ); ავტორია რამდენიმე პოეტური კრებ.; მისი ლექსები თარგმნილია ინგლ., გერმ., ფრანგ., ნორვეგიულ, ჰოლანდიურ, უკრაინულ, რუს., სპარს., აზერბ. და ბენგალურ ენებზე. მას გადაეცა ლიტ. პრემია "საბა" (2018); იგი მონაწილეობდა, როგორც მსახიობი მხატვრულ ფილმებში. შეასრულა მთ. როლი გერმ. რეჟ. ჯულიან რადლმაიერის მხატვრულ ფილმებში "მოლანდება ევროპაში" (2011) და "ბიურგერული ძაღლის თვითკრიტიკა" (2017). პოეტი შვედეთში თანამშრომლობდა სტოკჰოლმის ავანგარდულ თეატრთან "GILJOTIN", სადაც დაიდგა მისი ექსპერიმენტული სპექტაკლი "PASS PORT".
თხზ.: რთველიაშვილი, ზ. (1997). ირექცია: ლექსები. თბ., რუბიკონი; რთველიაშვილი, ზ. (2002). აპოკრიფი: ლექსები. თბ., კავკასიური სახლი, ISBN: 9992871296; რთველიაშვილი, ზ. (2005). ანარქია: პოეზია. თბ., სიესტა, ISBN: 9994004069; რთველიაშვილი, ზ. (2017). პოეზიის დიქტატურა: კრებული. თბ.: ინტელექტი, ISBN: 9789941470660.
ლიტ.: ელერდაშვილი, ალ. (2021). ქართველი პოეტები: ენციკლოპედია. თბ. ISBN: 9789941975066.