რცხილაძე ირაკლი მიხეილის ძე (10.X.1900, გურჯაანის რ-ნი სოფ, შაშიანი- 29.VI. 1974), ექიმი, მეცნიერი. მედიცინის მეცნ. დოქტორი, პროფესორი (1950), საქართვ. სსრ-ის მეცნ. დამს. მოღვაწე (1961). დაამთავრა თსუ-ის სამედ. ფაკ-ტი (1924). იყო პროფ. მ. უგრელიძის კათედრის ორდინატორი (1928-1933), ამავე დროს მუშაობდა საქართვ. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში საბავშვო ბაღებისა და სანატორიუმების განყ-ბის წამყვან მეცნ. თანამშრომლად. საქართველოში მის მიერაა დაარსებული ბავშვთა კვების სამზარეულოები, ბაგები და სანატორიუმები (წაღვერი, წყნეთი, პატარა ცემი, კოჯორი, ჯავა და სხვ.). იყო თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტის პედიატრიული კათედრის ასისტენტი, დოცენტი (1933-1944); დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,ქოლეცისტოპათიები ბავშვთა ასაკში"(1939), ხოლო სადოქტორო დისერტაცია თემაზე:,,პედიატრიაში სულფონამიდური პრეპარატების გამოყენების ზოგიერთი საკითხები და მათ ქიმიურ-ფარმაკოლოგიურ თვისებათა ანალიზი“ (1948). იყო კათედრის გამგე (1944-დან). იგი იკვლევდა ტუბერკულოზური მენინგიტის კლინიკას; კუჭ-ნაწლავის ქრონიკულ და მწვავე დაავადებებს; ფილტვის პათოლოგიებს; შეისწავლა ალერგიებისა და ბრონქული ასთმის ეტიოლოგია; შექმნა პნევმონიების ახალი კლასიფიკაცია და დასახა მისი მკურნალობის გზები; გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. შრომები და მონოგრაფიები. რ. ი.-ს სახელი მიენიჭა შაშიანის საშ. სკოლას, ხოლო თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტის პედიატრიულ ფაკ-ტზე დაარსდა მისი სახ. 2 სტიპენდია.
თხზ.: რცხილაძე, ი. (1941). ქოლეცისტოპათიები ბავშვთა ასაკში. თბ., საქმედგამი; რცხილაძე, ი. (1949). კუჭ-ნაწლავთა მწვავე აშლილობა ჩვილ ბავშვთა ასაკში და მასთან ბრძოლა. თბ., საქმედგამი; რცხილაძე, ი. (1960). გავუფრთხილდეთ პატარებს:[ექიმის რჩევა-დარიგება ახალგაზრდა მშობლებისა და აღმზრდელებისადმი]. თბ., ნაკადული; რცხილაძე, ი. (1961). ჩვილ ბავშვთა კვება. თბ., პოლიგრაფკომბინატი ,,კომუნისტი”; რცხილაძე, ი. (1970). ბავშვთა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. თბ., საბჭ. საქართველო; რცხილაძე, ი. (1971). გლომერულონეფრიტი ბავშვთა ასაკში. თბ., საბჭ. საქართველო;
ლიტ.: ნაცარაშვილი, ო. (2001). კახეთის გამოჩენილი ადამიანები. თბ.