-
ავტორი
- კატეგორიები: კურსდამთავრებული იურისტი უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი პუბლიცისტი პოლიტიკოსი
რცხილაძე გრიგოლ (გიგო) სიმონის ძე (1876, ტფილ. გუბერნიის, თელავის მაზრის სოფ. შაშიანი-08.XI. 1934, დაკრძ., თბილ., დიდუბის საზ. მოღვაწეთა პანთეონში). იურისტი, პუბლიცისტი და პოლიტიკოსი. დაამთავრა თბილ. მე-3 გიმნაზია (1895). პეტერბურგის უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტი (1900). სწავლის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა თბილისში და მუშაობდა ადვოკატად. პარალელურად აქტიურად ჩაერთო საზ. საქმიანობაში, კერძოდ, თანამშრომლობდა ქართ. პრესასთან, აქვეყნებდა პუბლიც. ნაწარმოებებს, ფელეტონებს და ლიტ. კრიტიკას „ზ-გის“, „ზ-გ-ის“, „ზანგის“, „ზანგი ხიხოს“ და „რანგის“ ფსევდონიმებით. იყო საქართვ. სოც.-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის წევრი და მისი ერთ-ერთი ლიდერი. მან შეიმუშავა პარტიის პროგრამა (1906), რ-იც სოც.-ფედერალისტთა პარტიამ დაამტკიცა (1907). მისი ინციატივით თბილ. დაარსდა „ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის საზოგადოება“ (1908), რ-ის საბჭოს თავ-რედაც აირჩიეს; მისი რედ. გამოდიოდა ლიტ. კრებ. „გრდემლი“. იგი დააპატიმრეს სოც.-ფედერალისტთა პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად და ათი თვის განმავლობაში იჯდა მეტეხის ციხეში (1910). იყო: ,,ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების”, თბილისის უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ბის (1917-1918), აგრ. კომისიის, საქართვ. ეროვნ. საბჭოსა (XI. 1917) და საქართვ. დემოკრ. რესპ. პარლამ. წევრი (1918 ); მან ხელი მოაწერა საქართვ. დემოკრ. რესპ. დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს (26.V.1918). იყო საქართვ. დემოკრ. რესპ. წარმომადგენლი, მოკავშირეთა არმიის სარდლობასა და ოსმალეთის მთავრობას შორის (1919); საქართვ. რესპ. დამფუძნებელი კრების წევრი საქართვ. სოც.-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის სიით (12.III1919); საბჭ. რუსეთის მიერ საქართვ. ოკუპაციის (1921) შემდეგ დარჩა სამშობლოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. იყო საქართვ. სოც.-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის (მემარჯვენეების) წარმომადგენელი საქართვ. დამოუკიდებლობის კომიტეტში (V.1922). მუშაობდა თსუ-ში სამოქალაქო სამართ ლექტორად (192-დან). საქართვ. 1924 წლის აგვისტოს აჯანყებისას დააპატიმრეს სხვა 46 პოლიტპატიმართან ერთად. საქართვ. სსრ უზენაესმა სასამართლომ გაასამართლა ე. წ. „პარიტეტული კომიტეტის პროცესზე“ - 1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების ორგანიზების ბრალდებით (1925 წლის 15 ივლისს-3 აგვისტოს). თუმცა სასამართლომ გაათავისუფლა ფაქტის არქონის გამო. სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა იურისკონსულტად.
ლიტ.: სიდამონიძე, უ. (1970). საქართველოში ბურჟუაზიულ-დემოკრატიული მოძრაობისა და სოციალისტური რევოლუციის გამარჯვების ისტორიოგრაფია: (1917-1921 წწ.). თბ., მეცნიერება; საქართვ. ეროვნ. არქივი: ცენტრ. საისტ. არქივი, ფ. 1836, ანაწ. 1, საქმე 108; ფ.1833, ანაწ. 1, საქმე 155, 157, 187, 1382; უახლესი ისტ. ცენტრ. არქივი: ფ. 471, ანაწ. 1, საქმე 16, ფურც. 4 ა.