როზენთალი ვოლტერ
როზენთალი ვოლტერ

როზენთალი ვოლტერ (Rosenthal Walter, 11.X.1954, ზიგენი, გერმანია), თსუ–სთან აქტიური თანამშრომლობისთვის, მის ინტერნაციონალიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ფრიდრიხ შილერის სახ. იენის უნ-ტის პრეზიდენტს, პროფესორს, დოქტორს მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (08.XII.2017).

რ. ვ.-მა გისენის უნ-ტსა და ლონდონის სამეფო კლინიკის მედიცინის სკოლაში მიიღო სამედ. განათლება (1974-1980). მან გისენის უნ-ტში დაიცვა მედიცინის დოქტორის ხარისხი და სწავლა განაგრძო ჰაიდელბერგის ფარმაკოლოგიის ინ-ტის პოსტდოქტორანტურაში (1983). იგი ბერლინის თავისუფალი უნ-ტის ფარმაკოლოგიური ინ-ტის მკვლევარი იყო (1989).

რ. ვ. სხვადასხვა დროს იკავებდა შემდეგ თანამდებობებს: ლაიბნიცის მოლეკულური ფარმაკოლოგიის ინ-ტის დირექტორი (1996-2008); ბენჟამინ ფრანკლინის საუნივერსიტეტო კლინიკის ფარმაკოლოგიის ინ-ტის პროფესორი (1998-2003), მაქს დელბრუკის მოლეკულური მედიცინის ცენტრის სამეცნ. დირექტორი და საბჭოს თავმჯდომარე (2009-2014); ბერლინის ჯანმრთელობის ინ-ტის დირექტორთა საბჭოს წევრი (2013-2014); იენის ფრიდრიხ შილერის უნ-ტის პრეზიდენტი (2014 წლიდან).

რ. ვ. „ექსპერიმენტული ფარმაკოლოგიის ცნობარის“ მთავარი რედაქტორი (2003) და „მოლეკულური ფარმაკოლოგიის ენციკლოპედიის“ თანარედაქტორია (2004 წლიდან).

მეცნიერი მრავალი პროფესიული ასოციაციის წევრია: ლაიბნიცის ასოციაციის სენატი (2017 წლიდან); მაქს პლანკის ქიმიური ეკოლოგიის ინ-ტის სამეთვალყურეო საბჭო (2015 წლიდან); მმართველთა ეპიდემიოლოგიის კვლევისა და პრევენციის ლაიბნიცის ინ-ტის საბჭოს წევრი (2014); ბერლინის კვლევითი ასოციაციის დირექტორთა საბჭოს სპიკერი (2005-2007).