როსტიაშვილი ქეთევან
როსტიაშვილი ქეთევან

როსტიაშვილი ქეთევან (23.III. 1959, თბილ.), ისტ., მეცნ., პედაგოგი. დაამთავრა მოსკოვის ლომონოსოვის სახ. უნ-ტის ისტ. ფაკ-ტი (1983). იყო  საქართვ. მეცნ. აკად. საზ.  მეცნ. დარგში ინფორმაციის ცენტრის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი (1986–1999); თსუ-ის ივანე ჯავახიშვილის სახ.  პოლიტ. სამეცნ.-კვლ. ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი, წამყვანი მეცნიერ- თანამშრომელი  (1999-2006); ამერ. უნ-ტის ტრანსნაციონალური დანაშაულისა და კორუფციის კვლ. ცენტრის მიწვეული პროფესორი (2001-2002); ამერ. უნ-ტის ტრანსნაციონალური დანაშაულისა და კორუფციის კვლ. ცენტრის საქართვ. ოფისის ხელმძღვ. (2002-2004); თსუ-ის მოწვეული პროფესორი (2007-დან); მის სამეცნ. ინტერესებს წარმოადგენს: აშშ-ს სახელმწ. მართვის სისტემა; აშშ-ს პოლიტ. და ეკონ. ისტ. საკითხები ახ. და უახლესი პერიოდი; სოც.  ურთიერთობათა სახელმწ. რეგულირების ლიბერალურ-დემოკრ. ტრადიციები;  პოლიტ. კორუფციის თეორიისა და პრაქტიკის საკითხები; მისი სალექციო კურსებია: აშშ-ს სახელმწ. მართვის სისტემა (ინგლისურ ენაზე); აშშ-ს კონსტ. პოლიტ. ანალიზი (ინგლისურ ენაზე); აშშ-ს პრესის პოლიტ. ანალიზი (ინგლისურ ენაზე); აშშ-ს ეროვნ. უსაფრთხოების სისტემა (ინგლისურ ენაზე); პოლიტ. კორუფციის თეორია და პრაქტიკა (ქართულ ენაზე); თანამედროვე პოლიტ. სისტემების შედარებითი ანალიზი (ქართულ ენაზე);  არის სტატიის ავტორი; ისტ. მეცნ.  დოქტორი, პროფესორი (2000-დან); ისტორიკოსი, ინგლისური ენის სწავლების კვალიფიკაციით.

თხზ.: როსტიაშვილი, ქ. (2004). კორუფცია უმაღლესი განათლების სისტემაში. თბ., პოლიგრაფი, ISBN: 9992808314; როსტიაშვილი, ქ. (2007). პოლიტიკური კორუფცია მსოფლიოს კონტინენტებზე: ლექციათა მოკლე კურსი. თბ.,პოლიგრაფი, ISBN: 9789994001071.