რომელაშვილი ოლღა ვახტანგის ასული
რომელაშვილი ოლღა ვახტანგის ასული

რომელაშვილი ოლღა ვახტანგის ასული (06. VII. 1947), ფიზიკოსი, დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1971). სწავლობდა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტის ასპირანტურაში სპეციალობით კვანტური რადიოფიზიკა (1972 -1975). ფიზ. - მათ. მეცნ. კანდიტატი ( 1978). მუშაობდა  თსუ-ის დაბალი ტემპერატურების სამეცნ.-კვლ. ლაბორ. უმცროს, შემდეგ უფრ. მეცნიერ მუშაკის თანამდებობაზე (1979-2006). ატარებდა პრაქტიკულ მეცადინეობებს ზოგად ფიზიკაში (2006-2010). მისი სადისერტაციო შრომა ეძღვნებოდა „იტერბიუმის ტრიგონალური ცენტრების ლიგანდურ  ზენაზ ურთიერთქმედება ფლიორიტის ტიპის კრისტალებში“. ავტორია მრავალი სამეცნ. ნაშრომის ელექტრონული პარამაგნიტური რეზონანსის დარგში. მონაწილეობს სამეცნ. პროექტებში, რ-იც უკავშირდება მაღალტემპერატურული ზეგამტარების შესწავლასა და  მათი მიღების ახალ ტექნოლოგიებს (2011).