როინიშვილი ვლადიმერ
როინიშვილი ვლადიმერ

როინიშვილი ვლადიმერ ნიკოლოზის ძე (7.I.1932 თბილისი  - 7.III.2016). დაამთავრა თსუ–ის ფიზიკის ფაკ–ტი (1957). იმავე წლიდან მუშაობდა სხვადასხვა სამეცნ. თანამდებობებზე საქართვ. მეცნ. აკადემიის ფიზიკის ინ–ტში. წლების განმზვლობაში აქტიურად თანამშრომლობდა სსრკ-ს მაღალი ენერგიების პროფილით მომუშავე ცენტრებთან. ფიზიკა-მათემატიკის მეცნ. დოქტორი (1974), ელემენტარულ ნაწილაკთა სტრიმერული კამერის გამოგონებისათვის გ. ჩიქოვანთან და სხვა კოლეგებთან მიღებული აქვს ლენინური პრემია (1970). მისი ძალისხმევიით ქართვ. ფიზიკოსები დაიწყო CERN-თან ურთიერთობის ახალი ეტაპი (1990–დან). ქართვ. მეცნიერები დღემდე აქტიურად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა ექსპერიმენტში.