როინიშვილი ნინო
როინიშვილი ნინო

როინიშვილი ნინო (26.I.1928, თბილ.-10. IV.2011, თბილ.). დაამთავრა თსუ–ის ფიზიკის ფაკ–ტი (1950). დამთავრების შემდეგ ერთერთმა პირველმა დაიწყო მუშაობა ახლადგახსნილ ფიზიკის ინ–ტში უმცროს მეცნიერ-მუშაკის თანამდებობაზე კოსმოსური სხივების განყ–ებაში. იგი მონაწილეობას იღებდა ფიზიკის ინ–ტისა და უნ–ტის ერთობლივ მაღალმთან ექსპედიციაში იალბუზზე (1951). იგი არის იალბუზზე მოწყობილი კოსმოსური სხივების ლაბორატორიის გამგე (1956). სწორედ ამ ლაბორატორიაში პირველად იყო რეგისტრირებული პიპერონები და K მეზონები. სადოქტორო დისერტაცია (1972). იგი იყო მაღალ ენერგიებში საბჭ. კავშირში ჩატარებული მრავალწლიანი და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ექსპერიმენტი - „პამირი“-ს წამყვანი მონაწილე. რ.ნ. არჩეული იყო ქ. თბილ. საბჭოს დეპუტატად (1965), ხოლო შემდეგ ქალთა საერთაშ. წლის ჩასატარებელი რესპ. საბჭოს წევრად (1974). აგრეთვე იგი იყო საქართვ. სსრ მეცნ. აკადემიასთან არსებული „კოსმოსური სხივების“ პრობლემების შემსწავლელი სამეცნ. საბჭოს თავ–რე.