-
ავტორი
- კატეგორიები: მათემატიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
როგავა ჯემალ ლეონტის ძე (16.V.1946, ზუგდიდი). მათემატიკოსი, თსუ-ის პროფესორი (2000), ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1996). დაამთავრა თსუ-ის მექნ.-მათ. ფაკ-ტი (1968); არის ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ.(1984); იყო: თსუ-ის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათ. ინ-ტის პროექციული მეთოდების განყ-ებისა და ფუნქციონალური ანალიზისა და მისი გამოყენებების განყ-ების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, მეცნიერ-თანამშრომელი, ჯგუფის ხელმძღვ.; თსუ-ის , ინფორმატიკისა და გამოთვლითი მათ. კათედრის, მასწავლებელი (1984-1990); ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათ. ინ-ტის, გარსთა თეორიის განყ-ების, უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი, მერე წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი (1990-2000); სტუ-ის გამოყენებითი მათ. სამეცნ.-კვლ. ლაბორ. გამგე (1990-2000); თსუ-ის, ინფორმატიკისა და გამოთვლითი მათ. კათედრის, პროფესორი (1997-2006); ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათ. ინ-ტის, რიცხვითი ანალიზის განყ-ების, წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი (2000-2006); თსუ-ის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის, ასოცირებული პროფესორი (2006-დღ); ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათ. ინ-ტის, უფრ. მეცნიერ- თანამშრომელი (2006-2017) და მთ. მეცნიერ-თანამშრომელი (2018-დღემდე); რიცხვითი ანალიზისა და გამოთვლითი ტექნოლოგიების კათედრის გამგე (2020-დღემდე). მისი შრომები ეხება ოპერატორული დიფერენციალური განტოლებებისთვის ნახევრადდისკრეტული სქემების აგებას და გამოკვლევას ნახევარჯგუფების და ასოცირებული პოლინომების გამოყენებით [1]. მან მ. წიკლაურთან ერთად ააგო მაღალი რიგის დეკომპოზიციის სქემები ევოლ. ამოცანისთვის და გამოიკვლია ამ სქემების მდგრადობისა და კრებადობის საკითხები [2]. მან პირველმა მიიღო შეფასებები ტროტერის ტიპის ფორმულების საშუალებით ნახევარჯგუფების აპროქსიმაციის ცდომილებისთვის თანაბარ ტოპოლოგიაში [3]. მისი შრომები ეძღვნება ასევე კირხოფის ტიპის არაწრფივი ინტეგრო-დიფერენციალური განტოლებისთვის მიახლოებითი ამოხსნის ალგორითმების აგებას, გამოკვლევას და კომპიუტერულ რეალიზაციას. კვლევის თემაა: გამოთვლითი მათემატიკა და მათ. მოდელირება, გამოყენებითი მათემატიკა, ფუნქციონალური ანალიზი.
თხზ.: Rogava J. (1995). Semi-Discrete Schemes for Operator Differential Equations. Tb., Georgian Technical University press, (in Russian), p. 288. Rogava J. (თანაავტორი). (2006). High order accuracy decomposition schemes for evolution problem. Lect. Notes TICMI 7, pp. 164; Rogava J. (თანაავტორი). (2024). Hagen; Ichinose, Takashi. Trotter-Kato product formulæ. Operator Theory: Advances and Applications, 296. Birkhäuser/Springer, Cham, pp. 873, ISBN: 9783031567193.