-
ავტორი
- კატეგორიები: ენათმეცნიერი კავკასიოლოგი
როგავა გიორგი (20. II. 1905, სოფ. ყულისკარი, ზუგდიდის რაიონი — 1991) ენათმეცნიერი, კავკასიოლოგი, პედაგოგი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტის ლინგვ. განყ-ბა (1927). მუშაობდა ქუთაისის პედ. ინს-ტის ქართ. ენის კათედრის ასისტენტად, დოცენტად, პროფესორად, გამგედ (1933-1958); იყო ენათმეცნ. ინ-ტის უფ. მეცნიერ-თანამშრომელი (1938-1958), თსუ-ის კავკ. ენათა კათედრის გამგე (1960-დან). იგი იკვლევდა ქართველური და აფხაზურ-ადიღეური ენების გრამატიკული სტრუქტურისა და ისტ. საკითხებს. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. გახდა ფილოლ. მეცნ. დოქორი. (1953), პროფსორი (1958). გახდა საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1963). მიენიჭა ყაბარდო-ბალყარეთის ავტონომიური რესპ. მეცნ. დამსახურებული მოღვაწის სტატუსი (1975). მას გადასცეს საპატიო ნიშნის ორდენი.
თხზ.: როგავა, გ. (1962). ქართველურ ენათა ისტორიული ფონეტიკის საკითხები . ნაკვ. 1: ხმოვანთა ისტორიის ზოგი საკითხი ქართველურ ენებში. საქ. სსრ მეცნ. აკად., ენათმეცნიერების ინ-ტი; როგავა, გ. (1980). ორგანული და ნივთიერი კუთვნილების კატეგორია ადიღეურ ენაში. უნ-ტის გამ-ბა; როგავა, გ. (1984). ქართველურ ენათა ისტორიული ფონეტიკის საკითხები. ნაკვ. 2: ყრუ ხშულ თანხმოვანთა დისიმილაციური გამჟღერება. მეცნიერება.