როგავა ანდრია დავითის ძე (19.I.1965, თბილისი). ფიზიკოსი, ოქროს მედალზე დაამთავრა თბილ. პირველი ექსპერ. საშ. სკოლა (1981), იმავე წელს ჩაირიცხა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტზე და წარჩინებით დაამთავრა თეორ. ფიზიკის სპეციალიზაციით (1986), გახდა აბასთუმნის ასტროფიზ. ობერვატორიის თეორ. ასტროფიზიკის განყ-ბის ასპირანტი და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია სახელწოდებით „ფიზიკური პროცესები შავი ხვრელის აკრეციული დისკის შიდა არეში” (1990). მუშაობდა აბასთუმნის ასტროფიზ. ობერვატორიის თეორ. ასტროფიზიკის განყ-ბაში (1990-2010); კითხულობდა „თეორიული ასტროფიზიკის” კურსს თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტზე (1991-1998); მუშაობდა ტრიესტის თეორ. ფიზიკის საერთაშ. ცენტრში პლაზმის ფიზიკის განყ-ბაში (1995-1996); იყო ამავე ცენტრის ასოცირებული წევრი (1997); ამავე ცენტრში ორგანიზებული საერთაშ. კონფერენციების თანადირექტორი (2002, 2004, 2007, 2011); მუშაობდა ლუვენის კათოლიკური უნ-ტის პლაზმური ასტროფიზიკის ცენტრში (1998-2000, 2006-2008); ტურინის უნ-ტის ფიზიკის ფაკ-ტზე და ტურინის ასტრონ. ობსერვატორიაში (2000-2001 და 2002-2004); ილიას სახელმწ. უნ-ტში სხვადასხვა აკად. თანამდებობებზე (2007-დან); იგი ამავე უნ-ტის სრული პროფესორია თეორ. ფიზიკის მიმართულებით (2023-დან); კოლეგებთან ერთად უნ-ტში დააარსა თეორ. ფიზიკის ინ-ტი (2010) და არის ინ-ტის დირექტორია (2017-დან). კოლეგებთან ერთად დაარსა „მომავალ ფიზიკოსთა ფესტივალი“ უფრ. კლასელებისთვის და ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის (2013), რ-იც თეორ. ფიზიკის ინ-ტის თაოსნობით და მისი და სხვა კერძო პირთა ფილანტროპული მხარდაჭერით უკვე 11-ჯერ ჩატარდა. რ. ა. არის საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი მეცნ. და ტექნიკის დარგში (2002).
თხზ.: Rogava, A. (თანაავტორი). (1994). Centrifugal force: A gedanken experiment. Physical Review A 50, 98 (1994); Rogava, A. (1997). SM Mahajan Coupling of sound and internal waves in shear flows. Physical Review E, 55, 1185 (1997). Rogava, A. (1999). S Poedts, S Heirman, Are galactic magnetohydrodynamic waves coupled?. Monthly Notices of the Royal Astronomical Society 307, L31-L36.