რობაქიძე მერაბ გრიგოლის ძე
რობაქიძე მერაბ გრიგოლის ძე

რობაქიძე მერაბ გრიგოლის ძე (24.IV.1938, ბათუმი). ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგიის მეცნ. დოქტორი (2003), პროფესორი; დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი (1962); შემდეგ თსუ-ის არმენოლოგიის კათედრის ასპირანტურა (1965). იყო თსუ-ის არმენოლოგიის კათედრის ლაბორანტი (1966-1970);  ამავე კათედრის უფრ. ლაბორანტი (1970-1980);  არმენოლოგიის კათედრის მასწავლებელი (1980-2000); უფრ. მასწავლებელი; თსუ-ის არმენოლოგიის კათედრის დოცენტი (2000-2004); თსუ-ის არმენოლოგიის კათედრის ასოცირებული პროფესორი (2004). მონაწილეობდა  ქართ.-სომხ. და სომხ.-ქართ. ლექსიკონების შედგენაში. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, თემა: "შუშანიკის წამების" ანთროპოლოგიურ ცნებათა ინტერპრეტაციისათვის" (1999); სადოქტორო დისერტაციის თემა იყო-"ვეფხისტყაოსნის" ანთროპოლოგიურ ცნებათა ინტერპრეტაცია"  (2003).

თხზ.: რობაქიძე, მ. (რედაქტორი). (1996).  სომხურ-ქართული ლექსიკონი. თბ., ნეკერი; რობაქიძე, მ. (2009). "შუშანიკის წამების" ანთროპოლოგიურ ცნებათა ინტერპრეტაცია: ("დედათა ბუნების იწროება") : ქართულ-სომხურ ენობრივ ურთიერთობათა შუქზე. თბ., ნეკერი, ISBN: 9789941404900; რობაქიძე, მ. (2009).  "ვეფხისტყაოსნის" ანთროპოლოგიურ ცნებათა ინტერპრეტაციისათვის. თბ., ნეკერი, ISBN: 9789941404894

 ლიტ.: ჯაფარიძე, ი. (2012). საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები: 1992-2006. თბ.