რობაქიძე მაია რობერტის ასული
რობაქიძე მაია რობერტის ასული

რობაქიძე მაია რობერტის ასული (27.III.1967), ფსიქოლოგი. დაამთავრა თსუ-ის ფსიქოლ. ფაკ-ტი (1991), დოქტორანტურა (2009) და მოიპოვა ფსიქოლ. დოქტორის აკად.  ხარისხი (2009). მისი სადოქტორო ნაშრომია: „რეტინალური და განცდითი ფაქტორების მნიშვნელობა განწყობის ფიქსაციისათვის.“ რ. მ. სხვადასხვა დროს იყო თსუ-ის მოწვეული ლექტორი შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლ. მიმართულებით (1998-დან), სოც. და პოლიტ. მეცნ. ფაკ-ტის, ფსიქოლ. მიმართულების ასისტენტ-პროფესორი (2005-დან), ხოლო შემდეგ ასოცირებული პროფესორი (2016-დან). ხელმძღვანელობდა შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლ. ინ-ტს (2018-2023); არის ფსიქოლ. და განათლების მეცნ. ფაკ-ტის საბჭოს წევრი (2024). სხვადასხვა პერიოდში, როგორც მოწვეული ლექტორი, ასწავლიდა საქართვ. უნ-ტში (2018-2025), კავკასიის უნ-ტსა (2019-2021) და თსსუ-ში (2000-2006). ქართ. და საერთაშ. პერიოდულ გამოცემებში მისი ავტორობითა და თანაავტორობით გამოქვეყნებულია არაერთი სამეცნ. სტატია, მათ შორის:“Perceptual Effects of Sensorogenious Set Fixed on the Inconstant Differences of the Sizes” (Fifth European Congress of Psychology, 1997); „სენსორული და პერცეპტული არხებით ფიქსირებულ განწყობათა ზოგიერთი თავისებურებანი“ (ახალგაზრდა მეცნიერთა შრომები. ფსიქოლოგია, 1998); „განსხვავებული არხებით ფიქსირებულ განწყობათა თავისებურებანი“ (ქართ. ფსიქოლ. ჟურნ., 4, 2001); “Sensory Determination of Perceptional Estimation” (ინტელექტი, 2(22), 2005); „განსხვავებული არხებით ფიქსირებულ განწყობათა შედარებითი დახასიათება“ (ინტელექტი, 3(23), 2005); “Personality and Job Performance” (Eighth Annual International Conference on Psychology, 2014); “The Relationship Between NPS, SCI and the Brand Personality” (16th International Conference on Psychology, 2018); „დ. უზნაძის ეფექტის კვლევა ჟ. პიაჟესა და თანამედროვე მეცნიერთა შრომებში“ (კრებულში „დიმიტრი უზნაძის ნაშრომები და მათი თანამედროვე ინტერპრეტაცია“, 2020); „სერვისის კლიმატს, თანამშრომლის გამოცდილებასა და ორგანიზაციულ ლოიალობას შორის მიმართება“ (ქართვ. მეცნიერები, 4(1), 2022); „დ. უზნაძის ფიქსირებული განწყობის მეთოდის დიფერენციალურ-ფსიქოლოგიური ასპექტები: ემპირიული გადამოწმება“ (ქართ. ფსიქოლ. ჟურნ., 1(5), 2023); “Sustainable Human Resource Management and Job Satisfaction—Unlocking the Power of Organizational Identification: A Cross-Cultural Perspective from 54 Countries” (Corporate Social Responsibility and Environmental Management, 31, 2024); “Does the Relationship Between Sustainable Human Resource Management and Organizational Identification Vary by Culture? Evidence from 35 Countries Based on GLOBE Framework” (Central European Management Journal, 2025). აკად. საქმიანობასთან ერთად, რ. მ. აქტიურად უწევს კონსულტირებას ორგანიზაციებს და ატარებს ტრენინგებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით.

თხზ.: რობაქიძე, მ. (2008). The Significance of Phenomenal and Retinal factors in Set Fixation. თბ., უნ-ტის გამ-ბა; რობაქიძე, მ. (რედაქტორი). (2020). The Psychology Book. თბ. პალიტრა; რობაქიძე, მ. (რედაქტორი). (2022). პროფესიის ფსიქოლოგია. თბ., უნ-ტის გამ-ბა.