-
ავტორი
- კატეგორიები: კურსდამთავრებული იურისტი საქართველოს პარლამენტის წევრი
რევიშვილი ზაზა გენრის ძე (28.VIII.1964, თბილისი). იურისტი. დაამთავრა თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტი (1991). იყო სამშენებლ. სამმართველო N3-ის მუშა (1981-1982); რადიო-ტელეცენტრის დეკორაციების დამდგმელი (1984-1986); მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში (1987–1992); საწარმოო ტექნოლ. კომპლექტაციის სამმართველოში, მე–3 თანრიგის მუშად (1989–1990); შემოქმედებით–საწარმოო გაერთიანება "საქტელეფილმი", ტექ. ინჟ. (1989–1991); თბილ. მერიის კანონიერების დაცვის გენ. ინსპექციის წამყვან სპეციალისტად (2004-2005); შპს "თბილისის მეტროპოლიტენის" მარკეტინგის სამსახურის უფრ. (2005–2006); იყო საქართვ. მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (საარჩევნო ბლოკი "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა - პარტ. სიით (2006-2008); პარლამ. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი (2006-2008).
ლიტ.: ვინ ვინაა საქართველოში: 2001-2002: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. თბ., ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2001, ISBN: 9992852844; ამირხანაშვილი, კ. (2015). საქართველოს პარლამენტის წევრები: 1990-2015. თბ., ISBN: 9789941081422.