რევაზაშვილი ნინო მერაბის ასული
რევაზაშვილი ნინო მერაბის ასული

რევაზაშვილი ნინო მერაბის ასული (26.II.1996, გორი). დაამთავრა თსუ-ის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტი, ფიზიკის მიმართულებით (2014-2019), ასევე დაამთავრა თსუ-ის მაგისტრატურა: სამაგისტრო პროგრამა „ფუნდამეტური ფიზიკა“, სპეციალიზაცია ასტროფიზიკა (2021). არის თსუ-ის ზსმფ-ის „ფიზიკის“ სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი (2021-დან). მუშაობდა თსუ-ის ზსმფ-ის  ზოგადი ფიზიკის ლაბორატორ. უფრ. ლაბორანტად (2022-2023), მუშაობდა თსუ-ის ზსმფ-ის ფიზიკის ობსერვატორიული ლაბორატ. სამუშაოების ხელმძღვანელად (2023-2024) და დღემდე არის თსუ-ის ზსმფ-ის ე. ხარაძის სახ. ობსერვატორიული ლაბორატ. გამგე (2024-დან). კვლევითი ინტერესები: რელატივისტური ასტროფიზიკა და კომპაქტური ობიექტები, ვარსკვლავები - ვარსკვლავების ფიზიკა და ვარსკვლავთა სისტემები, პლაზმის ფიზიკა. არის 2 სამეცნ. ნაშრომის თანაავტორი, აქედან ერთი  ნაშრომისთვის („Jet formation model from accretion discs of electron-ion photon gas“,  Journal of High Energy Astrophysics, V.43 pp 20-30, 2024) მიღებული აქვს წინანდლის პრემია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (2024).