რეხვიაშვილი აკაკი გრიგოლის ძე
რეხვიაშვილი აკაკი გრიგოლის ძე

რეხვიაშვილი აკაკი გრიგოლის ძე (05.IX.1931, ონის რაიონი). დაამთავრა თსუ-ის პოლიტეკონომიის სპეციალობა (1949-1954).  მუშაობდა საქართვ. მეც. აკადემიის ეკონ. ინ-ტის უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად (1957-1962), თსუ-ის პოლიტეკონომიის კათედრის უფრ. მასწავლებლად (1962), ეკავა დოცენტის თანამდებობა (1965),   დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (1964). რ. აკ. ჰუმანიტარული ფაკ-ის პოლიტეკონომიის კათედრის დოცენტია (1974), გადაიყვანეს კონტროლის სახელმწ. კომიტეტის თავ-რედ (1991), შემდგომ იგი ისევ უნ-ტის   დოცენტია (1992-1997). გამოაქვეყნა მრავალი ნაშრომი, სტატიები, თეზისები და სხვადასხვა მეთოდური მასალა.

 რეხვიაშვილი, ა. (1975). პოლიტიკური ეკონომიის სახელძღვანელო. თბ., განათლება;  რეხვიაშვილ ი, ა.  (1975). დიფერენციული რენტა სოციალიზმის დროს. თბ., საბჭ. საქართველო; რეხვიაშვილი, ა.  (თანაავტორი). (1980). განვითარებული სოციალიზმის ეკონომიური თეორიის აქტუალური საკითხები.  თსუ-ის გამ-ბა.