რეიფილდი დონალდ
რეიფილდი დონალდ

რეიფილდი დონალდ (Rayfield Donald, 12.II.1942), თსუ–სთან აქტიური თანამშრომლობისთვის, სამეცნ. ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, გამოჩენილ მეცნიერს, ბრიტანელ ქართველოლოგს, ლონდონის უნ-ტის ემერიტუს პროფესორს, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (15.IV.2013).

რ. დ.-მ  კემბრიჯის უნ-ტი ბაკალავრის ხარისხით დაასრულა (1963). იგი დედოფალ მერის უნ-ტის ემერიტუსი პროფესორის სტატუსით სპეციალიზირებულია შემდეგ სფეროებში: ქართ. ლიტერატურა, ფოლკლორი და ლექსიკოლოგია; XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის შუა ხანების რუსული ლიტ-რა; სტალინი და სტალინზმი.

რ. დ.-ს მნიშვნელოვანი პუბლიკაციებია: „საქართველოს ლიტერატურა: ისტორია,“ (ლონდონი, 2000),  „სტალინი და მისი ქვეშევრდომები” (2004, ლონდონი,;  2004, ნიუ-იორკი).

მეცნიერის ხელშეწყობით გამოიცა ქართულ-ინგლისური ლექსიკონის ორტომეული. მანვე ქართულიდან ინგლისურ ენაზე თარგმნა: ო. ჭილაძის „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ (2012) და „აველუმი“ (2013), ა. წერეთლის „ჩემი თავგადასავალი“ (2013), მ. ჯავახიშვილის „კვაჭი კვაჭანტირაძე“ (2015), ვაჟა-ფშაველას „გველისმჭამელი“, „სტუმარ-მასპინძელი“ და „ალუდა ქეთელაური“.