-
ავტორი
- კატეგორიები: გეოგრაფი საპატიო დოქტორი
რეგულსკა ჯოანა (Regulska Joanna) გენდერის კვლევის დაფუძნებასა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გამოჩენილ მეცნიერს, რათგერსის უნ-ტის (აშშ) პროფესორს, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (29.VI.2011).
რ. ჯ. გეოგრაფიის დოქტორი, გენდერული და საერთაშ. საკითხების მკვლევარია. მისი ამჟამინდელი საქმიანობა ქალთა საკითხებზე, პოლიტიკურ აქტივობა-მობილიზაციასა და პოლიტ. სივრცის შექმნაზეა მიმართული.
რ. ჯ. ქალთა პილიტიკურ მონაწილეობასა და დემოკრატიზაციის პროცესებზე ინტენსიურად აქვეყნებდა სტატიებს, წერდა წიგნებს. მისი მნიშვნელოვანი პუბლიკაციებია: „ცივი ომიდან ევროკავშირისაკენ: ქალები და გენდერი ევროპაში“ (2012), „თანამშრომლობა ან კონფლიქტი: სახელმწიფო, ევროკავშირი და ქალები“ (2008), „ქალები და მოქალაქეები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში“ (2006), „ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში“ (1999), „ინფორმაციული პოლიტიკა ადგილობრივ დონეზე“ (1995, 1997).
რ. ჯ. აქტიურად მონაწილეობდა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტში ადგილ. ხელისუფლებისა და საჯარო ადმინისტრირების რეფორმებში. ადგილობრივი დემოკრატიისა და ხელისუფლების რეფორმის განვითარებასა და საზ. ცხოვრებაში ქალთა უფლებების გაძლიერების საქმეში შეტანილი წვლილისთვის პოლონეთის პრეზიდენტმა მას პოლონეთის რესპუბლიკის ღირსების ორდენი გადასცა (1996). ამავე წელს რათგერსის უნ-ტმა საჯარო სამსახურისათვის საპრეზიდენტო ჯილდო მიანიჭა.