რჩეულიშვილი ვახტანგ შალვას ძე
რჩეულიშვილი ვახტანგ შალვას ძე

რჩეულიშვილი ვახტანგ შალვას ძე (1.I.1954, თბილისი-13.IV.2017,თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1977). ძეგლთა დაცვის მთ. სამმართველოს კვლევის ფიზ. და ქიმ. მეთოდების ლაბორ. უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი (1977-1980); საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის ელექტრომანქანების კათედრის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი (1980-1981); კომკავშირის ცკ-ს ლექტორთა ჯგუფის ხელმძღვ. (1982-1984); საქართვ. კომპარტიის ცენტრ. კომიტეტის უცხოეთთან ურთიერთობის განყ-ბის ინსტრუქტორი (1984-1985);  მეცნ. აკადემიის საზ–ებრივ მეცნ. საინფორმაციო ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი (1985-1987); საქართვ. რესპუბლიკის მშვიდობის დაცვის კომიტეტის თავ-რის მოადგილე (1987-1992); საქართვ. მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №2.7 ჩუღურეთის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან (1992-1995); საქართვ. მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "სოციალისტური პარტია", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქიდან (1995-1999); საქართვ. მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართვ. აღორძინება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით (1999-2004). იყო საქტელერადიო კომიტეტის პოლიტ. მიმომხილველი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი: საქართვ. ეკონ. ფორუმი, თავ–რე; საქართვ. მე-3 მოწვევის პარლამენტი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი (1992-1995); საქართვ. მე-3 მოწვევის პარლამენტი, პარლამენტის თავ–რის მოადგილე (1992-1995); საქართვ. მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი(1992-1995); საქართვ. მე-3 მოწვევის პარლამენტის სახელმწ. საკონსტიტუციო კომისია, წევრი (1992-1995); საქართვ. მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999); საქართვ. მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მაჟორიტარი", წევრი (1995-1998); საქართვ. მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მაჟორიტარ-სოციალისტი", წევრი (1998-1999); საქართვ. მე-5 მოწვევის პარლამენტი, პარლამენტის თავ–რის მოადგილე (2000-2004); საქართვ. მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004); საქართვ. მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "სოციალისტი", წევრი (2004-2004); საქართვ. მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "სოციალისტი", თავ–რე (1999-2000); საქართვ. სოციალისტური პარტია, ლიდერი; შავი ზღვის ქვეყნების მემარცხენე-ცენტრისტული პარტიის ასამბლეა, თავ–რე.