რაზმაძე ვახტანგ აპოლონის ძე
რაზმაძე ვახტანგ აპოლონის ძე

რაზმაძე ვახტანგ აპოლონის ძე (05.II.1930-28.VIII.2009, ამბროლაური), თანამდებობის პირი,  იურისტი, პოლიტიკოსი. დაამთავრა თსუ-ის  იურიდ. ფაკ-ტი (1954). ეწეოდა პარტ. საქმიანობას და წლების განმავლობაში მუშაობდა პროკურატურის სისტემაში. იყო ტყიბულის სტალინის სახ. შახტის კომკავშირის კომიტეტის მდივანი (1955-1956); ტყიბულის სტალინის სახ. შახტის კადრების განყ-ბის გამგე (1956-1957); საქართვ. კპ ტყიბულის რაიკომის ინსტრუქტორი (1957-1958); საქართვ. კპ ტყიბულის რაიკომის საორგანიზაციო განყ-ბის გამგე (1958-1961); ტყიბულის რ-ნის და ქ. ტყიბულის პროკურორი (1961-1968); საქართვ. სსრ პროკურატურის განყ-ბის პროკურორი (1968-1969); საქართვ. სსრ პროკურატურის განყ-ბის უფრ. მოადგილე (1969-1973);  საქართვ. სსრ პროკურატურის საგამომძიებლო განყ-ბის უფრ., კოლეგიის წევრი (1973-1974); ქ. თბილ. პროკურორი (1974-1980); საქართვ. კპ ცენტრ. კომიტეტის ადმ. ორგანოების განყ-ბის გამგის მოადგილე (1980-1982); საქართვ. სსპ პროკურორის პირველი მოადგილე (1982-1988); საქართვ. გენ. პროკურორი (1988-1992); აჭარის მინისტრთა საბჭოს თავ-რის პირველი მოადგილე; საქართვ. მე-5 მოწვევის პარლამ. წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: პარტ. სიით (1999-2004); იურ. საკითხთა, კანონიერებისა და ადმ. რეფორმების კომიტეტის წევრი (1999-2004); საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი (1999-2004); საქართვ. მე-5 მოწვევის პარლამ. ფრაქცია "აღორძინება", წევრი (1999-2004). იყო სსრკ პროკურატურის საპატიო მუშაკი; საქართვ. დამსახ. იურისტი. რ. ვ.-ს გადაეცა ხალხთა მეგობრობის ორდენი (1982); იყო სსრკ პროკურატურის საპატიო მუშაკი.

თხზ.: რაზმაძე, ვ. (2005). თქმა მართლისა...: [სოლიკო ხაბეიშვილი:ქართველი საზოგადო მოღვაწე]. თბ.

ლიტ.: ვინ ვინაა საქართველოში: 2001-2002: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. თბ., ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2001, ISBN: 9992852844; ამირხანაშვილი, კ. (2015). საქართველოს პარლამენტის წევრები: 1990-2015. თბ., ISBN: 9789941081422.