-
ავტორი
- კატეგორიები: მათემატიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
რაზმაძე ანდრია მიხეილის ძე (12.VIII.1889, სოფ. ჩხენიში-2.X.1929, თბილ. დაკრძალულია თსუ-ის ეზო-სავანეში) მათემატიკოსი, საქართველოში მათ. კვლევის პიონერი, თსუ-ის ერთ-ერთი დამაარსებელი. თსუ-ის პროფესორი, საქართვ. და კერძოდ, თსუ-ში მათ. განათლებისა და მათ. მეცნ. კვლევების ერთერთი დამამკვიდრებელი. მან დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი(1906). ჯერ მოსკოვის საიმპერატორო უნ-ტში ჩაირიცხა თავისუფალ მსმენელად (ამჟამად მ. ლომონოსოვის სახ. მოსკოვის სახელმწ. უნ-ტი, 1906), ხოლო ერთი წლის შემდეგ - მიიღო სტუდენტის სტატუსი ფიზ.-მათ. ფაკ-ტის მათ. განყ-ებაზე (1907). ვადაზე ადრე ჩააბარა სადიპლომო გამოცდების საგნები (1910): მათ., მექან., ასტრონომია, რიცხვთა თეორია და ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორია; დაწერა სადიპლომო ნაშრომი „რიცხვთა თეორიის კონსპექტი“ და მას პირველი ხარისხის დიპლომი მიანიჭეს. ის სამეცნ. მივლინებით გაემგზავრა დასავლეთ ევროპაში, ქ. ბრესლაუში (გერმანია), სადაც მუშაობდა ცნობილი მეცნ. კ. კარათეოდორისთან. მეცნ. ხელმძღვ. და ცნობილ იტალიელ მათ. ლ. ტონელისთან მას კავშირი არ გაუწყვეტია სიცოცხლის ბოლომდე. მისი პირველი სამეცნ. ნაშრომი გამოქვეყნდა ჟურნ. „Matematische Annalen“, იგი ეხებოდა ვარიაციათა აღრიცხვის ძირითად ამოცანას თავისუფალი ბოლოებით (1914). აღნიშნული ნაშრომის შემდეგ რ. ა.-მ დაიმკვიდრა ვარიაციათა აღრიცხვაში ცნობილი მკვლევარისა და განსწავლული სწავლულის სახელი. თბილისში გაიხსნა ქართ. უნ-ტი (8.X.1918). ის შედიოდა უნ-ტის პროფესორთა საბჭოს შემადგენლობაში, იყო სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკ-ტის პირველი დეკანი, მათ. კათედრის პირველი გამგე. შემოდგომაზე თბილისის უნ-ტის სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკ-ტის პირველი კურსის სტუდენტებისთვის მათ. ანალიზის შესავალი პირველად ა. რაზმაძემ წაიკითხა (1918). ამავე წელს თბილისის უნ-ტში რ. ა.-მ პირველად წაიკითხა ლექცია ფიზიკაში და მან სტუდენტ ახალგაზრდობას გააცნო აინშტაინის ფარდობითობის თეორიის ძირითადი შინაარსი და შედეგები. ის იყო პირველი მათ., რ-მაც ქართ. ენაზე დასაბეჭდად მოამზადა რამდენიმე სახელმძღვ. მისი სამეცნ. შრომები ეხება ვარიაციათა აღრიცხვის პრობლემებს, მათი ძირითადი ნაწილი თავმოყრილია წიგნში „ა. რაზმაძე, რჩეული შრომები“, რ-იც ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტმა გამოსცა (1952). მან დაამტკიცა ლემა, რომლის გამოყენებით ვარიაციათა აღრიცხვის ძირითადი ამოცანისთვის მარტივად მიიღება ვარიაციათა აღრიცხვის ფუნდამენტური შედეგი, ეილერ-ლეგრანჟის დიფერენციალური განტოლება (1920). გარდა ამისა, ამ ლემიდან როგორც კერძო შემთხვევა, გამომდინარეობს დიუბუა-რაიმონისა და ლაგრანჟის ლემები. პარიზში დაცულ სადოქტორო დისერტაციაში მან პირველმა გამოიკვლია ვარიაციათა აღრიცხვის ამოცანები წყვეტილ წირთა კლასში, დაადგინა მინიმუმის როგორც აუცილებელი, ისე საკმარისი პირობები და ამით საფუძველი ჩაუყარა ვარიაციათა აღრიცხვის ახალ მიმართულებას(1925). მის მიერ გამოქვეყნებულ ნაშრომში განიხილულია პერიოდული ამონახსენები და შეკრული ექსტრემალები (1934). ა. პუანკარეს მიერ დასმული ასეთი ექსტრემალების მინიმუმის ამოცანა ამ შრომით დასრულებულ მდგომარეობამდე იქნა მიყვანილი სიბრტყეზე და მიღებულ თეორიას ადამარ-რაზმაძის სახელი ეწოდა. მას ეკუთვნის აგრეთვე სიბრტყეზე ვარიაციათა აღრიცხვის ძირითადი ლემის მნიშვნელოვანი განზოგადება, მინიმალური ზედაპირების ფართობთა თეორიის გამარტივება და სხვ.
თხზ.: რაზმაძე, ა. (1920). მათემატიკური ანალიზის კურსი, ტ.1-შესავალი. ტფ.; რაზმაძე, ა. (1922). ინტეგრალური აღრიცხვის კურსი, ნაწ. 1, განუსაზღვრელი ინტეგრალები. ტფ.; რაზმაძე, ა. (1933). ვარიაციათა აღრიცხვა. ტფ.; რაზმაძე, ა. რჩეული შრომები. თბ.