რატიანი სერგო ალექსანდრეს ძე
რატიანი სერგო ალექსანდრეს ძე

რატიანი სერგო ალექსანდრეს ძე (07.XI, 1967, თბილისი). პედაგოგი, პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი;  ფილოსოფიის მეცნ. დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკ-ტი (1991);  თბილ. ილია ჭავჭავაძის სახ. ინ-ტის უცხო ენების შემსწავლელი კურსი, გერმ. ენა (1989); თსუ-ის ასპირანტურა (1994). გაიარა სავალდებულო სამხ. სამახური (1986-1988); იყო მასწავლებელთა გადამზადების ინ-ტში რელიგიის კათედრის მეცნიერ-მუშაკი (1991-1993); თბილ. სას. აკადემიის მასწავლებელი (1993-199); შპს "კავკასიის" დირექტორის მოადგილე (1995-1997 ); შპს "არილის" დირექტორი (1997-2002); თსუ-ის უფრ. მასწავლებელი (2001-2002);  თბილ. ილ. ჭავჭავაძის სახ. ენისა და  კულტ.  უნ-ტის ფილოს. და სოც. მეცნ. ფაკ-ტის დასავ. ფილოსოფიის კათედრის გამგის მოვალეობის შემსრულებელი (2002-2006); ფილოს. და სოც. მეცნ. ფაკ-ტის ფილოსოფიის მიმართულების სრული პროფესორი (2006-2008); ილიას სახ. უნ-ტის ადმ. ხელმძღვ. (2006-2012);  ილ. ჭავჭავაძის უნ-ტის სრული პროფესორი (2008);  საქართვ. მე-8  და მე-9  მოწვევის პარლამ. წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - "მეტი სარგებელი ხალხს", საარჩევნო ფორმა: პარტ. სიით (2012-2016, 2016-2020);  იყო  განათლების, მეცნ. და კულტურის კომიტეტის თავ-რის მოადგილე;  პოლიტ. გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი (2013-2016); „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტ. მდივანი (2015);  ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივანი და გენერ. მდივნის მოვალეობის შემსრულებელი (2015-2016); 2017 წლიდან არის პოლიტ. გაერთიანება „ევროპული საქართველოს“ წევრი. რ. ს.-ს სამეცნ. ინტერესებია: გერმ. კლასიკური ფილოსოფია, სიცოცხლის ფილოსოფია, ეგზისტენციალიზმი, ფენომენოლოგია, რელიგ. ფილოსოფია, ნაციონალიზმი, მოდერნულობა. მიმდინარე კვლევითი ინტერესი: ნაციონალიზმი, როგორც იდენტობა. რელიგ., ფუნდამენტალიზმი, ტოტალიტარიზმი, მოდერნულობის კვლევა.

თხზ.: რატიანი, ს. (2018). ილია ჭავჭავაძის მემკვიდრეობის ახალი პერსპექტივა. ილიას სახელმწ. უნ-ის ჰუმანიტარულ კვლევათა ჟურნ., N10, გვ. 219-238; რატიანი, ს. (2019). ილია და სოციალისტები. თბ. ილიას სახელმწ. უნ-ის გამ-ბა, SBN9789941183409; რატიანი, ს. (2021). ბებელი - სოციალ-დემოკრატია და ტერორი. თბ. ილიას სახელმწ. უნ-ის გამ-ბა.

ლიტ.: ამირხანაშვილი, კ. (2015). საქართველოს პარლამენტის წევრები: 1990-2015. თბ., ISBN: 9789941081422