რატიანი მანანა ჯემალის ასული
რატიანი მანანა ჯემალის ასული

რატიანი მანანა ჯემალის ასული (20.V.1970, თბილ.), გეოგრაფი, გეოგრ. აკად. დოქტორი. წარჩინებით დაამთავრა გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი ტურიზმისა და მხარეთმცოდნეობის სპეციალობით (1992). მუშაობდა თსუ-ის საქართვ. გეოგრ. კათედრაზე ჯერ ლაბორანტად, (1998-2001), შემდეგ მასწავლებლად (2001-2007). იყო ამავე კათედრის სწავლული მდივანი. შეთავსებით მუშაობდა 53-ე საუნივერსიტეტო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებლად (1998-2000), მოგვიანებით ევრ. სკოლის საერთაშ. ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამაში გეოგრაფიის მასწავლებლად (2010-2016). დაიცვა დისერტაცია თემაზე „განათლების სისტემა და მისი გეოგრაფიული თავისებურებანი (საქართველოს მაგალითზე)“ (2004). რ.მ. იყო განათლების სკოლის მოწვეული პროფესორი (2014-2019), მასწავლებელთა პროფ. განვითარების ეროვნ. ცენტრის გეოგრ. ექსპერტ-კონსულტანტი (2011-2015), შემდეგ დირექტორის მოადგილე (2015-2021). ამჟამად მუშაობს ილიას სახელმწ. უნ-ტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკ-ტზე, ასოცირებული პროფესორად (2019-დან). არის ფაკ-ტის საბჭოს წევრი (2023-დან). რ.მ. იყო საბავშვო ინგლისურენოვანი ჟურნალის რედ. მოადგილე (1994-1998), ყოველთვიური სასწ.-მეთოდური გაზეთის „გეოგრაფია“ ექსპერტი (1999-2000), ყოველწლიური სამეცნ. ჟურნ. „საქართველოს გეოგრაფია“ პასუხისმგებელი მდივანი (2002), UNECE „განათლება მდგრადი განვითარების“ მმართველო კომიტეტის წევრი და ეროვნ. კოორდინატორი (2005-2021), აგრეთვე კომპეტენციებისა და ინდიკატორების სამუშაო ჯგუფების წევრი (2009-2012), RTI International, USAID საბაზისო განათლების პროგრამის მასწავლებლის მომზადების მიმართულების დირექტორი (2021-2025), ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრის გეოგრაფიის ექსპერტი, საზ-ბრივი მეცნიერებების ჯგუფის ხელმძღვ. (2004-2011), გაზეთი „დიალოგის“ რედაქტორი (2006-2009), გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის „განათლება მდგრადი განვითარების“ მმართველი კომიტეტის დამკვირვებელი (2021-დან), IUCN განათლებისა და კომუნიკაციის კომისიის წევრი, ბუნება მდგრადობისთვის სამუშაო ჯგუფის წევრი (2020- დღემდე), მეცნ.-თა და ტექნოლოგიების ევრ. თანამშრომლობის პროგრამის (COST) ფარგლებში მიმდინარე პროექტის COS-MICs (Comics and Sciences through Multidisciplinary Investigation and Collaboration) კონსორციუმის მმართველი კომიტეტის წევრი (2025-დან).რ.მ. მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშ. პროექტებში: ცენტრალური აზიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (CAREC) საერთაშ. კონსულტანტი - ცენტრ. აზიის ქვეყნების განათლება მდგრადი განვითარების დანერგვის ხელშეწყობა „მდგრადობა მასწავლებლებით იწყება“ (2017-2019); UNESCO-ს ეგიდით დაარსებული აზია-წყნარი ოკეანეთის განათლების ცენტრი საერთაშ. თანამშრომლობისთვის (APCEIU) საერთაშ. კონსულტანტი (2017, 2018, 2019); კოალიცია განათლება ყველასათვის, ექსპერტი (2021); რ.მ.-ს გამოქვეყნებული აქვს 60-მდე სამეცნ. ნაშრომი, ძირითადად მეცნ. აკად. მოამბეში. რამდენიმე პუბლიცისტური წერილის ავტორია. მუშაობს საქართვ. განათლების სისტემის გეოგრ. თავისებურებებზე, განათლება მდგრად განვითარებაზე, მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე, კურიკულუმის დიზაინზე, სასწავლო რესურსების შექმნასა და გამოყენებაზე.

თხზ.: ხარაძე კ., ჯავახიშვილი, შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. გამომც. განათლება, ISBN 9992806982; Ratiani M., Inasaridze M.; Lobzhanidze S. (2015). Successes and problems of school-based teacher professional development program (case study from Georgia). Andragogy: Journal of the Croatian Andragogy Society Vol.19, br.1-2; რატიანი, მ. (თანაავტორი). (2019). საქართველოს საზოგადოებრივი გეოგრაფია (სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლებისთვის). თსუ; რატიანი, მ. (თანაავტორი). (2021). გლობალურ სამოქალაქო განათლებაში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები:განათლების მეცნიერება; რატიანი, მ. (თანაავტორი). (2022). თანამედროვე სკოლის მართვა. მასწავლებელთა პროფ. განვითარების ეროვნ. ცენტრი, ილიას სახელმწ. უნ-ტი; რატიანი, მ. (2022). მდგრადი განვითარების მიზნები თეორიიდან პრაქტიკამდე, ილიას სახელმწ. უნ-ტი; Ratiani, M.; Madzgharashvili, M. (2025). Spatial Thinking in Primary Geography Education: A Design-Based Intervention in Georgia. Georgian Geographical Journal, 5(2), 58-67; Ratiani, M. (2025). Learning from each other: achievements, challenges and ways forward - Fifth evaluation report of the United Nations Economic Commission for Europe Strategy for Education for Sustainable Development, UNECE.