-
ავტორი
- კატეგორიები: ლიტერატურათმცოდნე მთარგმნელი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პროფესორი
რატიანი ირმა შალვას ასული (19.VII.1967, თბილისი), ლიტერატურათმცოდნე, რედაქტორი და მთარგმნელი. დაამთავრა თსუ–ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1989) და ასპირანტურა ლიტ. თეორიის განხრით (ხელმძღვ. პროფ. თ. კიკაჩეიშვილი); მიენიჭა ფილოლოგიის მეცნ. კანდ. (1994), ხოლო შემდეგ კი ფილოლ. მეცნ. დოქტორის ხარისხი (2003). არის თსუ–ის პროფესორი (2004-დან). თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის თეორ. და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების ხელმძღვ. (2006-დან); შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტის დირექტორი, შედარებითი ლიტერატურის ქართ. ასოციაციის პრეზიდენტი (GCLA) და შედარებითი ლიტერატურის საერთაშ. ასოციაციის საბჭოს წევრი (ICLA). რ.ი.-ს სამეცნ. ინტერესების სფერო მოიცავს ზოგად და შედარებით ლიტერატურულ კვლევებს ფართო კულტ. კონტექსტში, თანამედროვე მეთოდოლოგიების გამოყენებით. იგი არის რამდენიმე მონოგრაფიის, სახელმძღვანელოსა და 100-ზე მეტი სამეცნ. სტატიის ავტორი, ლიტ. თეორიისა და შედარებითი ლიტერატურის საერთაშ. რეფერირებადი სამეცნ. ჟურნ. ,,სჯანი“ მთ. რედაქტორი. წიგნები მისი ავტორობითა და რედაქტორობით, გამოცემულია ბრილის, პიტერ ლანგის, ჩემპიონის და სხვა საერთაშ. აკადემიურ საგამომცემლო სახლებში. იგი არის ქართ. მწერლობაზე ოცდაათამდე სამეცნ.-პოპულ. ფილმის იდეის ავტორი, ასევე არის არაერთი ადგილ. და საერთაშ. სამეცნ. საგრანტო პროექტის ხელმძღვ. და მონაწილე. მისი ხელმძღვანელობით, თბილისში ჩატარდა შედარებითი ლიტერატურის XXIII მსოფლიო კონგრესი, რომელმაც 1500-მდე მონაწილეს მოუყარა თავი (2022). რ.ი.-ს სხვადასხვა დროს, მინიჭებული აქვს საქართვ. პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენი (2013), თბილ. უნ-ტის ოქროს მედალი (2022), ლიტ. პრემია „საგურამო“ (2019), გრ. კიკნაძის სახ. სამეცნ. პრემია (2012) და სხვ. მეცნიერის ბოლოდროინდელ კონტრიბუციათაგან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სამეცნ. ლექციები და საჯარო გამოსვლები ქართ. მწერლობაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების საუნივერსიტეტო და სამეცნ.-კვლევით ცენტრებში, რაც განუხრელად ემსახურება ეროვნ. ლიტერატურის პოპულარიზაციას საერთაშ. მასშტაბით.
თხზ.: რატიანი, ი. (2010). ტექსტი და ქრონოტოპი. თბ., უნ–ტის გამ–ბა, ISBN: 978-9941-13-153-0; რატიანი, ი. (2012). ლიტერტურათმცოდნეობის შესავალი. თბ., GCLA Press, 2012. ISBN 978-9941-0-1463-5; Ratiani, I. (2012). Totalitarianism and Literary Discourse. 20th Century Experience. Cambridge Scholars Publishing, Cambridge, ISBN: 1-4438-3445-9. ISBN13: 978-1-4438-3445-2; რატიანი, ი. (2015). ლიტერატურის თეორიის ქრესტომათია. ტ. III. თბ., GCLA Press, ISBN 978-9941-0-1717-9 (ყველა წიგნის) ISBN 978-9941-0-7785-2 (მესამე წიგნის); რატიანი, ი. (2016). ქართული ლიტერატურა. ისტორია საერთაშორისო პროცესების პრიზმაში. თბ., გამომც. საარი, ISBN: 978-9941-461-25-5(ორივე ტომის) 978-9941-461-27-9 (II ტომის); Ratiani, I. (2016). Literature in Exile: Emigrant’ Fiction. 20th Century Experience. Cambridge Scholars Publishing, Cambridge, ISBN:1-4438-9710-8, ISBN13:978-1-4438-9710-5; რატიანი, ი. (2018). ლიტერატურული მიმდინარეობები. კლასიციზმიდან მოდერნიზმამდე. თბ., GCLA Press, ISBN 978-9941-473-29-6. რატიანი, ი. (2018). ქართული მწერლობა და მსოფლიო ლიტერატურული პროცესი. თბ., უნ–ტის გამ–ბა (მეორე გამოცემა). ISBN 978-9941-13-670-2; Ratiani, I. (2020). Anti-utopian Mood, Liminality, and Literature. From International Literary Experience to Georgian. Peter Lang GmbH, Internationaler Verlag der issenschaften, ISBN (PDF) 9783631829059, ISBN (ePUB) 9783631829066, ISBN (MOBI) 9783631829073. რატიანი, ი. (2023). ლიტერატურული ჟანრები. წ. 1. თბ., უნ–ტის გამ–ბა, ISBN 978-9941-508-14-1; Ratiani, I. (2023). Identiying Cultural Intersections in the Works od Shota Rustaveli and Nizami Ganjavi. Campridge Scholars Publishing (CSP), ISBN: 1-5275-5349-3, ISBN13: 978-1-5275-5349-1; რატიანი, ი. (2025). დრამის პოეტიკა ქართული აქცენტით. თბ., უნ–ტის გამ–ბა ISBN 978-9941-36-354-2. Ratiani, I. (2025). Handbook of Georgian Literature. London: Brill, 2025.