-
ავტორი
- კატეგორიები: ქიმიკოსი
რამიშვილი ციური მირიანის ასული (31.07.1943. ქ. ჩოხატაური), ქიმიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტი (1965) და ასპირანტურა (1969). გაირა სტაჟირება მ. ლომონოსოვის სახ. მოსკოვის სახელმწ. უნ-ეტის ქიმიის ფაკ-ტზე (1971-1974) და ფრიდრიხ–ალექსანდრეს უნ-ტის ფიზიკის ინ-ტში, 14C დათარიღების ლაბორატორიაში (გერმანია, ერლანგენი, ნიურნბერგი, 2009). ქიმიის მეცნ. კანდ. სამეცნ. ხარისხი მას მიენიჭა (1974) მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის ქიმიის ფაკ-ტზე შესრულებული და იქვე დაცული სადისერტაციო ნაშრომისთვის; დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ცეოლითური და მეზოფოროვანი მოლეკულური საცრების კატალიზური თვისებები ორგანული სინთეზის რეაქციებში“, არის ქიმიის მეცნ. დოქტორი (2006); იყო საქართვ. მეცნ. აკადემიის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის ფიზ. ქიმიის ლაბორ. მეცნიერ–თანამშრომელი (1970), უფრ. მეცნიერ–თანამშრომელი (1979); თსუ-ის (2011-დან) პეტრე მელიქიშვილის ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის ფიზიკურ–ქიმ. პროცესების ლაბორ. მთ. მეცნიერ–თანამშრომელი (2015); მისი სამეცნ. კვლევების თემატიკა მოიცავს ზედაპირის ქიმიის, ჰეტეროგენული კატალიზის, ნანოქიმიის, ბგერაქიმიისა და მიკროტალღური სინთეზების საკითხებს ძირითადად, ორგანულ ნაერთთა ალკილირების, იზომერიზაციის და ჟანგვის რეაქციებში. აღნიშნულ დარგებში მას შესრულებული აქვს 75 სამეცნ. ნაშრომი, არის 2 გამოგონების ავტორი და პატენტის მფლობელი, საგრანტო პროექტების მონაწილე და ხელმძღვ.; აქვს გამოქვეყნებული სამეცნ. პუბლიკაციები ადგილობრივ და უცხოურ რეიტინგულ სამეცნ. ჟურნალებში; არის თანაავტორი და მონაწილე, შესაბამისად, ნანომეცნიერებასა და ნანოტექნოლოგიებში ქართ. ტერმინოლოგიური ლექსიკონის (2011–2014) და ქიმიის ტერმინოლოგიის ინგლისურ-ქართული და ქართულ-ინგლისური განმარტებითი ონლაინლექსიკონის შექმნაში (2023). მისი ნაშრომებია: „Preparation of Ultradispersed Crystallites of Modified Natural Clinoptilolite with the Use of Ultrasound and Its Application as a Catalyst in the Synthesis of Methyl Salicylate“ (Am. J. Nano Res. Appl., 2017, 5, 3-1, pp. 26-32); (Modified forms of natural zeolites-clinoptilolite and heulandite as an effective catalysts for synthesis of acetylsalicylic acid“ (Asian Journal of Science and Technology, 2017, V. 8, #6, pp. 4985-4995); „Synergic Actions of Beta-type Zeolites and Ultrasonic Irradiation in the Conversion of Geraniol” (Asian Journal of Chemistry, 2019, v. 31, N2, 438-444); „Preparation of Ethyl 4-Nitrobenzoate Using Ultradispersed Natural Zeolite Catalysts, Ultrasound and Microwave Irradiation“ (Advances in chemical Engineering and Science, 2021, v. 11, no 4, pp. 251-262); “English-Georgian and Georgian-English explanatory online dictionary of chemistry terminology”(International Journal of Multilingual Education, 2023, Issue #22, pp. 157-170); „Ultrasound Assisted Air Oxidation of trans-Anethole over V-BEA Zeolite Catalyst” (Bull. Georg. Natl. Acad. Sci., 2025, vol. 19 (193), no. 1, 34-42).
თხზ.: Ramishvili, Ts. (თანაავტორი). (2011-2014). Short Dictionary on Nanochemistry and Nanotechnology : Parts 1-4. Nano Studies; რამიშვილი, ც. (2022). ცნობარი ქიმიაში მოსწავლეთა და დაწყებითი კურსის სტუდენტთათვის. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9789941360206.