რამიშვილი ნოდარ მოსეს ძე
რამიშვილი ნოდარ მოსეს ძე

რამიშვილი ნოდარ მოსეს ძე (2.II.1940, თბილისი - 25.V.1995, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი, რადიოფიზიკის სპეციალობით (1964). მუშაობდა  საქართვ. მეცნ. აკადემიის კიბერნეტიკის ინ-ტში, სადაც განვლო გზა უმცროსი მეცნ.-თანამშრომლიდან განყ-ბის ხელმძღვანელამდე. სამეცნ. შრომებისთვის მიიღო აკად. ს. ვავილოვის სამეცნ-ტექ. საზ–ების საკავშ. საბჭოს ლაურიატის წოდება. მოსკოვის ფიზიკა-ტექნ. სამეცნ. საბჭოს სხდომაზე დაიცვა დისერტაცია თემაზე ,,ულინზო ოპტიკის მეთოდების გამოყენებით გამოსახულების გადაცემის ზოგიერთი საკითხი’’. მისი აქტიური ძალისხმევით თბილ. შეიქმნა სსრ თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებერაში მყოფი მოსკოვის ავტომ. სისტემების სამეცნ.-კვლევითი ინსტიტუტის ’’Луч’’-ის ფილიალი. რ.ნ. სათავეში ჩაუდგა ამ ინ-ტს და მუშაობდა დირექტორად გარდაცვალებამდე. ინ-ტის კვლევების ძირითადი მიმართულება ე.წ. ,,სახეთა ამოცნობა’’ იყო, რაც დაკავშირებლი იყო თავდაცვითი უსაფრთხოების მიზნით სხვადასხვა ობიექტების ამოცნობასთან ოპტ. მეთოდებით. დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე ,,გამოსახულების ფორმირება თვითრეპროდუქციის მეთოდის საშუალებით, ძირითადი თვისებები და პრატიკლი გამოყენება’’ (1989). საქართვ. მინისტრთა საბჭოს დადგენილებით სამეცნ-კვლევითი ინტ-ის ,,Луч’’-ის ფილიალი გადაკეთდა საქართვ. თავდაცვის სამინისტროს ავტომ. სისტემების სამეცნ.-კვლევით ინ-ტად ’’სხივი’’. სიცოცხლის ბოლო წლები მან მიუძღვნა რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას.