-
ავტორი
- კატეგორიები: აღმოსავლეთმცოდნე ირანისტი მთარგმნელი მასწავლებელი
რამიშვილი ნინო ამირანის ასული (6.XI.1949, თბილისი - 14.VI.2023, თბილისი), აღმოსავლეთმცოდნე-ირანისტი, თსუ-ის მასწავლებელი (1978-80), ფონდ „თანამედროვეობა და მემკვიდრეობა“ დამფუძნებელი, თბილ. საკრებულოსთან არსებული საზ-ებრივი საბჭოს წევრი (2008-23). რ.ნ.-მ დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმოდნეობის ფაკ-ტი ირან. ფილოლოგიის სპეციალობით (1971) და თსუ-ის ასპირანტურა (1978). მუშაობდა თეირანის პოლიტექნიკურ სასწ. ცენტრში მთარგმნელ-რეფერენტად (1971-1974). იყო თსუ-ის ირან. ფილოლოგიის კათედრის მასწავლებელი (1978-80), საქართვ. მეცნ. აკადემიის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი და „ვეფხისტყაოსნის“ აკად. ტექსტის დამდგენი კომისიის წევრი (1980-1985). ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას: იყო თბილ. მე-6 საშ. სკოლის დირექტორი (1987-90), გ. რამიშვილის საავტორო საშ. სკოლის ქართ. ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი (1990-2006) და საავტორო პროგრამების ხელმძღვ. (2006-23). რ.ნ. თსუ-ში კითხულობდა საუნივერსიტეტო კურსებს: სპარს. ენა; სპარს. ლიტ-რა. რ.ნ.-ს კვლევის სფერო იყო სპარს. ენისა და კლასიკური სპარს. ლიტერატურის საკითხები.
თხზ.: რამიშვილი, ნ. (თანაავტორი). (1983). სპარსული ენის სახელმძღვანელო. თბ., განათლება; რამიშვილი, ნ. (მთარგმნელი). (2013). მორისონი, ტონი. წყალობა. თბ., პალიტრა L. ISBN 9789941211645; რამიშვილი, ნ. (მთარგმნელი). (2013). რუდში, სალმან. შუაღამის შვილები. თბ., პალიტრა L. ISBN 9789941211478.