რამიშვილი ნანული
რამიშვილი ნანული

რამიშვილი ნანული (21.VII.1974, ბორჯომი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი გეოფიზიკის სპეციალობით (სპეციალიზაცია ატმოსფეროს ფიზიკა) და მიენიჭა მაგისტრის ხარისხი (1996). სწავლობდა ფიზიკის ფაკ-ტის ასპირანტურაში (1998-2001) და წარმატებით ჩააბარა საკანდიდატო მინიმუმები.  იყო ივ. ჯავახიშვილის გეოფიზიკის კათედრის სწავლული მდივანი (1998-2007) და სოროსის ფონდის სტიპენდიანტი (1994-1995). ასევე იყო ფიზიკის ფაკ-ტის ბაზაზე არსებული ფიზ-მათ სკოლის მოწვეული პედაგოგი მათემატიკაში და ამავე სკოლის მეთოდისტი (2001-2003).  არის 8  სამეცნ. ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. კოლეგებთან ერთად მიღებული აქვს 2 სამეცნ. ფონდის გრანტი. არის თბილ.  45-ე საჯარო სკოლის წამყვანი პედაგოგი ფიზიკისა და მათემატიკის მიმართულებით, ამავე სკოლაში ხელმძღვანელობს საბუნებისმეტყველო კათედრას (2014-დან). არის ფიზიკის მასწავლებელთა ასოციაციის წევრი (2024-დან). არის საქართვ. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენელი, სკოლაში ჩამოაყალიბა STEAM კლუბი, მონაწილეობს STEAM მიმართულებით მიმდინარე საერთაშ. პროექტებში.