-
ავტორი
- კატეგორიები: ენათმეცნიერი გერმანისტი ფილოსოფოსი
რამიშვილი გურამ (1932, ქ. თბილისი — 1998) ენათმეცნიერი, მეცნიერი, გერმანისტი, ჰუმბოლდტოლოგი, პედაგოგი, ფილოსოფოსი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტის კავკ. ენების განყ-ბა (1955), გ. ახვლედიანის ხელმძღვანელობით ასპირანტურა (1958). ხელმძღვანელობდა თსუ-ის ზოგადი ენათმეცნ. კათედრას (1973-დან); გახდა ჰუმბოლდტის სახ. ფონდის პირველი ქართვ. სტიპენდიანტი (1973) და მუშაობდა ბონის უნ-ტში (1974-მდე). იყო ილია ჭავჭავაძის სახ. უცხო ენათა ინ-ტის რექტორი (1990-1995). მისი მეცნიერ. კვლევის მთავარი მიმართულება იყო ენის ფილოსოფია, ჰუმბოლდტოლოგია, სემანტიკის თეორია. გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი, მათ შორის, ოთხი წიგნი. მისი რედაქციით, წინასიტყვაობითა და კომენტარებით დაიბეჭდა ვ. ფონ ჰუმბოლდტის თხზულების რუს. თარგმანი. რ. გ.-მა შემოიკრიბა კვალიფიცირებული ახალგაზრდები, რ-ებიც არაავტორიტარული პრინციპებით მოქმედ სკოლაზე ოცნებობდნენ. მან დააფუძნა ახ. სკოლა (1982), რ-იც რამდენიმე წელიწადში ე. წ. „გერმანული სკოლების ქსელად“ გადაიქცა. ამ სკოლებში გერმან. და სხვა უცხო ენების გაღრმავებული სწავლება, უპირველეს ყოვლისა, დედა ენის — ქართ. — სრულიად აღქმასთან და ათვისებასთან იყო კოორდინირებული. მიიღო ძმები გრიმების სახ. გერმანიის სახელმწ. პრემია (1989), აგრეთვე გერმ. ენათმეცნ. ლეო ვაისგერბერის სახ. მედალი თვით ლ. ვაისგერბერის რეკომენდაციით (ბონის უნ-ტი). იგი იყო თბილ. გერმან. სკოლის დამფუძნებელი. რ. გ. გახდა ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1970), პროფესორი (1973). მისი საკანდიდატო დისერტაციის თემა იყო: „ჰუმბოლდტის ენის თეორიის ზოგი საკითხი“ (1960); სადოქტორო დისერტაციის თემა იყო: „ენის შინაფორმის პრობლემა თანამედროვე ლინგვისტიკაში“ (1970) (იენის ფრიდრიხ შილერის სახ. უნ-ტი). რ. გ. იყო ევროპის ლინგვისტთა საერთაშ. საზ-ბის წევრი, საქართვ. ფილოს. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1995). მიენიჭა ღირსების ორდენი (1998).
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): რამიშვილი, გ. (1978). ენის ენერგეტული თეორიის საკითხები. განათლება; რამიშვილი, გ. (1995). ენათა შინაარსობრივი სხვაობა ენათმეცნიერებისა და კულტურის თეორიის თვალსაზრისით. უნ-ტის გამ-ბა; რამიშვილი, გ. (1996). შესავალი ენის ანთროპოლოგიაში: დამხმ. სახელმძღვ. ნაკვ. 1, ფერდინანდ დე სოსიური. უნ-ტის გამ-ბა; რამიშვილი, გ. (2002). დედაენის თეორია: დედაენა, მისი ფუნქციები და მისი სწავლება. ქრონოგრაფი. ISBN: 9992883057.