-
ავტორი
- კატეგორიები: ასოცირებული პროფესორი ეკონომისტი
რამიშვილი ბადრი აკაკის ძე (02.I.1972, თბილისი), თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის გლობალურ გარემოში მენეჯმენტის კათედრის ასოცირებული პროფესორი. წარჩინებით დაამთავრა საქართვ. სახელმწ. აგრარული უნ-ტის ეკონ. ფაკ-ტი სპეციალობით „აგრო-სამრეწველო კომპლექსის დარგთა ეკონომიკა და მართვა“ ეკონომისტ-ორგანიზატორის კვალიფიკაციით (1994). სწავლა განაგრძო აგრარული უნ-ტის ასპირანტურაში და წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „აგრარული ბაზრის ფორმის ფორმირების მიმდინარეობა საქართველოს მაგალითზე“ (1998) და შრომითი საქმიანობა დაიწყო ეკონ. სამინისტროში მთ. სპეციალისტის თანამდებობაზე. იყო საქართვ. დაზღვევის სახელმწ. კომპანიის, მრეწვ. და სოფლის მეურნეობის დარგთა დაზღვევის განყ-ბის უფრ., შემდეგ საქართვ. სახელმწ. აგრარული უნ-ტის რექტორის თანაშემწე და ამავე უნ-ტთან არსებული EC08.14N5 სადისერტაციო საბჭოს სწავლული მდივნი (1996-2004). მონაწილეობდა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებსა და სემინარებში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. იყო ახალგაზრდა მეცნიერთა II ხარისხის საპრეზიდენტო სტიპენდიატი (2001-2003). დაჯილდოვდა ღირსების მედლით. იგი საქართვ. რამდენიმე აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში მუშაობდა ასოცირებული და სრული პროფესორის თანამდებობებზე (2005-დან). იყო საქართვ. პრეზიდენტთან არსებულ ეკონ. გამოწვევებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს მრჩეველი, შემდეგ თავ-რე (2017-2018). გამოქვეყნებული აქვს მრავალი საგაზეთო პუბლიკაცია. მონაწილეობდა ინგლისურიდან ქართულ ენაზე სახელმძღვანელოების თარგმნაში, არის რამდენიმე გამოცემის რედაქტორი და რეცენზენტი, მონაწილეობდა არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშ. საგრანტო პროექტში. არის 80-ზე მეტი სამეცნ. შრომის ავტორი, რომელთაგან 2 მონოგრაფიაა, რეგულარულად მონაწილეობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშ. კონფერენციებში.
თხზ.:რამიშვილი, ბ (თანაავტორი). (2005). ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივები საქართველოში. ეკონომიკა №3-4, გვ. 126-132. თბ.; რამიშვილი, ბ. (2021). ტექნოლოგიური მეგატრენდის ეკონომიკური ანალიზი და მისი განვითარების მიმართულებები პოსტ-პანდემიურ სამყაროში. ეკონომიკა, ტ. 104, №6-9, გვ.41-56. თბ., საქართვ. ტექ. უნ-ტი; რამიშვილი ბ. (თანაავტორი). (2023). On the Development of Strategic Mission in the Governmental Structures of Georgia. მოამბე, ტ. 17, N4. თბ., საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად., რამიშვილი, ბ. (2025). შრომის პროცწსის განვითარების ძირითადი მიმართულებები და მასზე მოქმედი ფაქტორების ანალიზი. ეკონომიკა, ტ. 107, №8-10, გვ. 7-14. თბ., სოხუმის სახელმწ. უნ-ტი.