-
ავტორი
- კატეგორიები: რადიოლოგი საპატიო დოქტორი
რაიზერი მაქსიმილიან
რაიზერი მაქსიმილიან (Reiser Maximilian, 08.X.1948), თსუ-სთან აქტიური თანამშრომლობისთვის გერმანელ მეცნიერს, ევროპის რადიოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტს, მიუნხენის უნ-ტის კლინიკური რადიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელს, მიუნხენის უნ-ტის სისხლძარღვთა ცენტრის თავმჯდომარეს, პროფესორს მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (29.XI.2010).
რ. მ. მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნ-ტის სამედ. ფაკ-ტის დეკანად აირჩიეს (2008-2015). იგი გერმანულ რენტგენოლოგთა საზ-ების (2005-2007), ასევე, რადიოლოგიის ევრ. კონგრესის (2008), რადიოლოგთა ევრ. საზ-ების (2010-2011) დირექტორის პოზიციებს იკავებდა.
რ. მ. დარგობრივ ჟურნალ „რადიოლოგიის“ თანადამფუძნებელია (1992) და ჟურნალ „ევროპული რადიოლოგიის“ გამომცემელ-შემდგენელი (2014).