-
ავტორი
- კატეგორიები: პოლიტიკოსი საპატიო დოქტორი
რაფსანჯანი ალი აქბარ ჰაშემი (ا رفسنجانی کبر هاشمی [Rafsanjānī Akbar Hāshemī], 25.VIII.1934 – 08.I.2017), თსუ-ის სამეცნ. საბჭომ ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი, აირჩია საპატიო დოქტორად (17.IV.1995).
რ. ჰ. სწავლობდა ყუმის სასულიერო სასწავლებელში (1948). მან რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად დააარსა საგამომცემლო ორგანიზაცია, რ-მაც „წელიწდეულის“ 7 და „სეზონური ჟურნალის“ 4 ნომერი გამოსცა (1957). იგი ახალგაზრდობიდანვე აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწეოდა. ისლამური რევოლუციის დროს 15 წლის განმავლობაში ხუთჯერ დააპატიმრეს ანტიხელისუფლებრივი მოქმედებების გამო.
რ. ჰ. რევოლუციის შემდეგ გარდამავალი რევოლუციური ხელისუფლების შემადგენლობაში იმყოფებოდა. მას მეჯლისის პირველი სპიკერის თანამდებობა ეკავა (1980-1989), შემდგ კი ირანის პრეზიდენტად აირჩიეს (1980-1989). ამ დროიდან ირანის ეკონომიკასა და სოციალურ გარემოში შესამჩნევი ლიბერალიზაცია შეინიშნებოდა. რ. ჰ. როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკაში საკმაოდ გავლენიან და პრაგმატიკულ პოლიტიკურ მოღვაწედ ითვლებოდა. მან დაამყარა ახალი ურთიერთობები არაბულ სამყაროსთან, ამერიკასა და საბჭ. კავშირის ყოფილ ქვეყნებთან. იგი პირველი პრეზიდენტი იყო ირანში, რ–მაც თანამდებობა დატოვა ვადის ამოწურვისთანავე (2.VIII.1997).
რ. ჰ. აირჩიეს თეირანის ექსპერტთა საბჭოში (2006). მისი ნაშრომებიდან აღსანიშნავია: „პალესტინის თავგადასავალი, ანუ კოლონიალიზმის შავბნელი საქმეები,“ „ამირ-ე ქაბირი - კოლონიალიზმთან მებრძოლი გმირი,“ „მსოფლიო მესიის ეპოქაში“ (დოქტორ ბაჰონართან თანაავტორობით).