რადიოფიზიკის კათედრა და ელეტრონიკის კათედრა
რადიოფიზიკის კათედრა და ელეტრონიკის კათედრა

რადიოფიზიკის კათედრა და ელეტრონიკის კათედრა (1960-2006). შეიქმნა აკად. თ. სანაძის მიერ (1960). ელექტრონული პარამაგნიტური რეზონანსის (ეპრ) კვლევისას აღმოჩენილ იქნა დისკრეტული გაჯერების მოვლენა(თ. სანაძე, ბ. ბერულავა, ფ. ბექაური, ო.ხახანაშვილი), რ-იც ახსნილი იქნა გ. ხუციშვილის და თ. სანაძის მიერ (1966) და ამ აღმოჩენას მიენიჭა პ. მელიქიშვილის პრემია (1970). ასევე აღმოჩენილ იქნა რადიოსიხშირული დისკრეტული გაჯერების მოვლენა, რის საფუძველზეც შემუშავდა ლიგანდური ურთიერთქმედებების კვლევის ახალი მეთოდიკა (1972). მიღებულია მნიშვნელოვანი შედეგები კონდენსირებული სისტემების მაგნიტური თვისებების კვლევაში, რ-საც საფუძველი ჩაუყარა გ. ხუციშვილმა. მისი ინტერესი ამ მიმართულებისადმი ჩამოყალიბდა ნობელის პრემიის ლაურიატ, აკად. ლ. ლანდაუსთან თანამშრომლობისას. 50-იანი წლების დასასრულს გ. ხუციშვილმა შექმნა პარამაგნიტური სისტემების რელაქსაციის თეორია. კათედრასთან დაარსდა კვანტური ელექტრონიკის სამეც. კვლევითი ლაბორატორია (1983). შეიქმნა უნიკალური ნეოდიუმის მინის ლაზერი და პროფ. მ. ჯიბლაძეს მიენიჭა პ. მელიქიშვილის პრემია (1983). კვანტურ რადიოფიზიკაში ცდები ტარდებოდა ეპრ-ის(პროფ. ი. ქილიფთარი) და ფერომაგნიტებში ბირთვული სპინური ექოს(თ. შავიშვილი, ა. ახალკაცი, გ. მამნიაშვილი) შესასწავლად.