ყველაშვილი ირმა შოთას ასული
ყველაშვილი ირმა შოთას ასული

ყველაშვილი ირმა შოთას ასული (14.V.1969 – 03.IV.2016, თბილისი), ფოლკლორისტი, ფილოლოგიის დოქტორი (2008). დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1993), იყო ქართ. ლიტერატურის ინ-ტის ფოლკლორის განყ–ების უფრ. ლაბორანტი (1994-1998), სწავლული მდივანი (1999-2016), უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი (2005-2016). ყ.ი.-ს ინტერესთა სფეროა ფოლკლორული საკითხების კვლევა ლიტერატურატურაში. მას აქვს ფოლკლორულ ექსპედიციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, ადგილ. ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული ორი სამეცნ. საგრანტო პროექტის  მონაწილე (2006-2015).

თხზ.:ყველაშვილი, ი. (თანაავტორი). (2010). ანტისაბჭოური სიტყვიერება: ზეპირი ისტორიები, გადმოცემები (1921–1991). თბ., ნეკერი.