-
ავტორი
- კატეგორიები: გეოფიზიკოსი
ყვავაძე ნინო კონსტანტინეს ასული (22.VII.1991, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტი (2013) და მაგისტრატურა (2015); იყო ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ის მ. ნოდიას გეოფიზიკის ინ-ტის მეცნიერ-თანამშრომელი (2019); საქართვ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნ. სააგენტოს გეოლ. დეპარტამენტის, ჰიდროგეოლ. მონიტორინგისა და ტექ. უზრუნველყოფის სამმართველოს უფრ. სპეციალისტი (2020 – 2024); არის: აშშ გეოფიზიკური კავშირის (2015) და ევრ. გეომეცნიერებათა კავშირების წევრი (2019). თანაავტორებთან ერთად გამოქვეყნებული აქვს სტატიები სამეცნ. ჟურნალებში:,,3D Structural Model of the Bitsmendi Anticline Using Seismic Profiles, Georgia“ (მოამბე, საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. 2020. ტ. 14, N 1); ,,აღმოსავლეთ აჭარა-თრიალეთის ნაოჭა-შეცოცებითი სარტყლის სეისმურობა, საქართველო“ (მოამბე = Bulletin, საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად., 2020. ტ. 14, N 4); აღმოსავლეთ აჭარა-თრიალეთის ნაოჭა-შეცოცებითი სარტყლის სამხრეთი ნაწილის სეისმური ინტერპრეტანცია (მოამბე = Bulletin, საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემია. 2021. N 1. ტ. 15); ,,Crustal- Scale Duplexes Beneath the Eastern Rioni Foreland Basin in Western Georgia: A Case Study from Seismic Reflection Profile“ (Geosciences, MDPI. Basel, Swizerland, 2025).