ყვავაძე კონსტანტინე
ყვავაძე კონსტანტინე

ყვავაძე კონსტანტინე (6.IV. 1954, თბილისი). წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი, სპეციალობა – რადიოფიზიკა (1976). ყ. კ. არის თსუ-ის თანამშრომელი (1973-დან). იყო თსუს-თან არსებული იონოსფეროს ლაბორ. მეცნ. თანამშრომელი (1973-2008). მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა რადიო დიაპაზონის ელექტრო მაგნიტური ტალღების გავრცელების შესასწავლა სხვადასხვა გარემოში. შექმნა აპარატურა და აწარმოებდა პერიოდულ დაკვირვებებს დედამიწის ატმოსფეროში რადიომეტეორებზე. შექმნა ორ და სამ განზომილებიანი დანადგარი, სხვადასხვა ფორმის და შემადგენლობის სხეულებზე ზემაღალი სიხშირის მილიმეტრული და სუბმილიმეტრული ელექტრომაგნიტური ტალღების არეკვლის და გაბნევის შესასწავლად. იყო პასუხისმგებელი შემსრულებელი საქართველოში პირველი ციფრული საერთაშ. სატელეფონო სადგურის დაგეგმვა,  დამუშავება და კომერციაში გაშვებაში   (1994-1998). მანვე შექმნა სპეც. ინტერფეისი და საბილინგო სისტემა საქართვ. ტელეკომის საერთაშ. სატელეფონო სისტემისათვის. ქმნიდა სხვადასხვა კომპუტერულ სისტემებს ძველი ტექნოლოგიით მომუშავე აპარატურის ავტომატიზაციისათვის. იყო საქართვ. მეცნ. აკადემიის აბასთუმნის ობსერვატორიის მეცნიერ-თანამშრომელი   (1998-2003). მის მიერ იყო შექმნილი თანამედროვე ავტომ. ფოტომეტრული სისტემა ღამის ცის ნათების დასაკვირვებლად ხილული დიაპაზონის სპექტრში. შექმნა სინათლის ინტენსიობის გაზომვის  კომპუტერიზირებული სისტემა ორი სხვადასხვა სიხშირის ლაზერის სხივის კრისტალური შემრევის გამოსავალზე. იყო კომპუტერული პრობლემის (2000) Y2K პროექტის პასუხისმგებელი შემსრულებელი   (1999-2001). შექმნა, დანერგა, აგროვებდა მონაცემებს და კეთდებოდა ამ მონაცემების ანალიზი ზედაბალი სიხშირის ელექტრომაგნიტური ტალღების გავრცელების თავისაბურებებით სეისმური აქტიობის და მიწის ძვრებზე დაკვირვებისათვის (2008-2024). დღემდე – სატელეკომუნიკაციო ჯსმ კომპანიის ინფორმაციული ტექნოლოგიების ექსპერტია. ღებულობს მონაწილეობას თანამედროვე ტექნოლოგიების დაგეგმვას, დანერგვასა და კომერციაში გაშვებაში (1997-დან). წლების განმავლობაში ქმნის სპეციალურ სისტემებს და პროგრამულ უზრუნველყოფას, რათა კომპანიის ტექნოლ. დონე შეესაბამებოდეს დღევანდელ საერთაშ. დონეს. აქვს 30 გამოქვეყნებული ნაშრომი საერთაშ. და ადგილობრივ სამეცნ. ჟურნალებში. ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას და არის საქართვ. უნ-ტის პროფესორი.