-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ყვავაძე დავით (25.IX.1922, თბილისი- 30. XII. 1977, თბილისი). სწავლობდა თსუ-ის ფიზ.-მათ. ფაკ-ტზე და მოსკოვის ლომონოსოვის სახ. სახელმწ. უნ-ტის ფიზიკის ფაკ-ტზე (1944-1949). იყო საქართვ. მეცნ. აკადემიის ფიზიკისა და გეოფიზიკის ინ-ტის ასპირანტი (1949-დან). აკად. მათე მირიანაშვილის შუამდომლობით მივლინებულ იქნა მოსკოვის სახელმწ. უნ-ტში – იონოსფეროს ფიზიკის შესასწავლად (1950). მოსკოვში მუშაობდა პროფ. ვ.ნ.კესენიხთან, სსრკ მეცნ. აკადემიის წ.-კორ. ლ. მ. ბრეხოვსკისთან და დოცენტ ა. ა. სიმიონოვთან. ასპირანტურის დამთავრების შემდეგ, ცოდნის გაღრმავების მიზნით, მან განაგრძო მუშაობა მოსკოვის უნ-ტში იონოსფეროს ფიზიკის, სანტიმეტრული რადიოტალღების (ზემაღალი სიხშირის) ტროფოსფერული გავრცელებისა და რადიოტალღების გამოსხივების კათედრაზე უმცროს მეცნიერ მუშაკად. იგი ხელმძღვანელობდა ჯგუფს, რ-იც სწავლობდა სანტიმეტრული დიაპაზონის ელექტრომაგნიტური ტალღების დიფრაქციას. მიიღო აქტიური მონაწილეობა რადიოფიზიკის კათედრასთან არსებული ზემაღალი სიხშირის ლაბორ. შექმნა მოწყობაში და ასრულებდა ამ ლაბორ. გამგის მოვალეობას.დაბრუნდა თბილისში და დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები ამიერკავკასიაში პირველი იონოსფეროს ლაბორ. შესაქმნელად (1956). მას ჰქონდა ძლიერი მხარდაჭერა უნ-ტის მაშინდელი რექტორის აკად. ევგენი ხარაძის და აკად. მათე მირიანაშვილის და ფიზიკის ფაკ-ტის დეკანის აკად. ვაგან მამასახლისოვის მხრიდან. დაინიშნა იონოსფეროს სამეცნ.-კვლ. ლაბორ. ხელმძღვანელად (1961) და ლაბორატორია ჩაერთო სპეციალურ გაზომვებში «წყნარი მზის» საერთაშ. პროგრამის ფარგლებში. ასევე მხარი დაუჭირა საბჭ. კავშირის მეცნ. აკადემიის დედამიწის მაგნეტიზმის, იონოსფეროში რადიოტალღების გავრცელების ინ-ტმა და მოსკოვის ლომონოსოვის სახ. უნ-ტმა. ლაბორატორიაში მოპოვებული და დამუშავებული ინფორმაცია და იგზავნებოდა მონაცემთა საერთაშ. ცენტრებში (მოსკოვში და ვაშინგტონში). სულ მსოფლიოში იყო 60 იონოსფეროს რეგისტრატორი, 6 საბჭ. კავშირში და ერთადერთი ჩრდილოეთ ნახევასფეროს საშუალო განედზე – საქართველოში. ლაბორატორია მდებარეობს სოფელ ტაბახმელაში, თბილისიდან 12 კილომეტრზე სამხრეთ-დასავლეთით. მისი ძირითადი დანიშნულება არის დედამიწის ატრმოსფეროს იონიზირებული ნაწილის – იონოსფეროს შესწავლა იონოსფეროში მიმდინარე პროცესების გამოკვლევა დღემდე რჩება აქტუალურ პრობლემად. არ შეიძლება არ აღინიშნოს ახალგაზრდა სპეციალისტების – მერაბ თევდორაშვილის, ჯემალ ჩიქოვანის, თამაზ ხუნჯუას, გურამ აროშიძის , ზურაბ შარაძის, ქართლოს ტუხაშვილის, ვაჟა კოპალეიშვილი, რევაზ პოპოვიდი სხვათა წვლილი წლების განმავლობაში ლაბორ. გამართული მუშაობისათვის. დავით ყვავაძის უშუალო მონაწილეობით რადიოფიზიკის კათედრაზე შეიქმნა ზემაღალი სიხშირის სასწავლო ლაბორატორია (1957), რომლის ამოცანა იყო პერიოდულ სტრუქტურებზე ელექტრომაგნიტური ტალღების დიფრაქციის ექსპერიმენტული და თეორიული გამოკვლევა. ყ. იყო ერთ-ერთი პირველი მაღალ კვალიფიკაციის სპეციალისტი ზემაღალი სიხშირის ფიზიკასა და იონოსფეროში რადიოტალღების გავრცელების დარგში. ასევე ცხოვრების ბოლო წუთამდე, ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, იონოსფეროს თემატიკასთან ერთად ლაბორატორიაში მუშავდებოდა ზემაღალი სიხშირის რადიოტალღების გავრცელების დიფრაქციის საკითხები. ყ. დ.-ს საკანდიდატო დისერტაცია – „ელექტრომაგნიტური ტალღების დიფრაქცია ზოგიერთ პერიოდულ სტრუქტურებზე“ დაკავშირებული იყო ზემაღალი სიხშირის რადიოტალღების გავრცელების თავისებურებებთან, რასაც არა მარტო ფუნდამეტალური არამედ პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა (გამოყენება რადიოლოკაციურ სისტემებში და სამხედრო დანიშნულებებისათვის). დაცული იქნა საკანდიდატო დისერტაცია (1962). თემის სამეცნ. ხელმძღვ. იყო მოსკოვის ლომონოსოვის სახელმწ. უნ-ტის ელექტრომაგნიტური ტალღების გავრცელების კათედრის დოცენტი – ა.ა. სემიონოვი. ასევე უნდა აღინიშნოს წვლილი, რ-იც შეიტანა ხარკოვის რადიოელექტრონიკის ინ-ტის დოქტორმა, პროფ. ვ. პ. შესტოპალოვმა. გამოქვეყნებულ სამეცნ. ნაშრომთა სია 100-ს აჭარბებს. ხელმძღვანელობდა საკავშირო სპეცთემატიკას «ამალგამას» და «ჟიდკოსტი», რომელიც შეეხებოდა – სხვადასხვა სამგანზომილებიან სხეულეზე ზემაღალი სიხშირის ელექტრომაგნიტური ტალღების დიფრაქციის შესწავლას (1970-1977).