ყუშიტაშვილი მარინა გიორგის ასული (19.XI.1959), თურქოლოგი. თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის აღმოსავლეთმცოდნეობის სასწ.-სამეცნ. ინ-ტისა და ქართულ ენაში მომზადების პროგრამის სპეციალისტი (პედაგოგი). ყ.მ.-მ დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტის თურქოლოგიის განყ-ება (1983), ი. ჭავჭავაძის უცხო ენათა სახელმწ. პედაგოგიურ ინ-ტთან არსებული უცხო ენების ( გერმ. ენა ) ორწლიანი კურსები (1983). თსუ-ში იყო აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტის მდივანი (1983), თურქულოგიის კათედრის ლაბორანტი (1990), თურქული ენის მასწავლებელი თსუ-ის ფასიან განყ-ებაზე (1999), თურქულოგიის კათედრის თურქული ენის მასწავლებელი (2003), შემდეგ მოწვეული პედაგოგი. ქართულ ენაში მომზადების (4+1) პროგრამის სპეციალისტი (2009-დან). მუშაობდა სადისერტაციო თემაზე: „ქართუ-თურქული ენობრივი მასალა გიორგი ავალიშვილის „მგზავრობაში„.
თხზ.: ყუშიტაშვილი, მ. (1995). თურქულ -ქართული ენობრივი მასალა გ. ავალიშვილის „მგზავრობაში„. ორიენტალისტური ძიებანი: კრებ. # 3-4, გვ. 71 -74; ყუშიტაშვილი, მ. (2005). „ლესა„ და ქართული ხალხური სიმღერა „ელესა„ გ. ავალიშვილის „მგზავრობაში“. კულტურის ისტორიისა და თეორიის საკითხები, N 15.