ყურაშვილი გიორგი (პოდისტ) ალბერტის ძე
ყურაშვილი გიორგი (პოდისტ) ალბერტის ძე

ყურაშვილი გიორგი (პოდისტ) ალბერტის ძე (18.I.1978, აბაშა), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (2001). მუშაობს საზღვარგარეთ, ბირთვული კვლევების ეროვნ. ცენტრში (NCBJ, ვარშავა, პოლონეთი) და ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციაში (CERN, ჟენევა, შვეიცარია, 2007-დან), სადაც მონაწილეობს ALICE ექსპერიმეტში დიდ ჰადრონულ კოლაიდერზე (LHC). იკვლევს ფოტონებისა და ნეიტრალური მეზონების წარმოქმნას მაღალი ენერგიების პროტონებისა და მძიმე იონების შეჯახებების დროს, ასევე ჩართულია მასალათა თვისებების შესწავლაში მაღალი რადიაციის პირობებში და შემდგომი ათწლეულების ექსპერიმენტის (ALICE3) დაპროექტებაში. ვარშავაში დაიცვა დისერტაცია თემაზე ,,პირდაპირი ფოტონების წარმოქმნა პროტონ-პროტონის და მძიმე ბირთვების დაკავშირების დროს’’ (2013). არის ასამდე სამეცნ. ნაშრომის ავტორი. რამდენიმე თეორიული ნაშრომის თანაავტორიც, რ-ებიც შეეხება კვანტური გაზომვებისა და თერმოდინამიკის სინთეზის შესწავლას.