ყურაშვილი ბორის ეპიფანეს ძე
ყურაშვილი ბორის ეპიფანეს ძე

ყურაშვილი ბორის ეპიფანეს ძე  (13. I.1912, სოფ. ჯოლევი, მარტვილის მუნიციპალიტეტი-X,2007, თბილისი), ბიოლოგი, ექიმი, ბიოლოგიის მეცნ. დოქტორი,  დაამთავრა თსუ-ის ბიოლოგიის ფაკ-ტი, ზოოლოგის სპეციალობით (1937) და თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტის სამკურნალო ფაკ-ტი (1946). მისი სადისერტაციო თემა იყო "Гельминты охотничие - промысловых птиц Грузии в фаунистическом и экологическом освещении" (1955). მუშაობდა: თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტის ბიოლოგია-პარაზიტო¬ლო¬გიის კათედრის ასისტენტად (1937-1947);  საქართვ. მეცნ. აკადემიის ზოოლოგიის ინ-ტის უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად (1945-დან); ხოლო შემდეგ პარაზიტოლოგიის ლაბორ. გამგედ (1947-დან); ზოოლოგიის ინ-ტის დირექტორად (1964-1989); იყო თსუ-ის ბიოლოგიის ფაკ-ტის ზოოლოგიის კათედრის პროფესორი და ხელმძღ. (1957-დან). მის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოში ზოგადი ჰელმინთლოგიის განვითარება. დიდი წვლილი შეიტანა ზოგადი პარაზიტოლოგიის და ზოოლოგიის სხვა დარგების განვითარებაშიც. მისი ნაშრომების რიცხვს შემდეგ დაემატა გამოკვლევები ფაუნის დაცვის, გარემოს დაჭუჭყიანების, გარემოზე ადამიანის უარყოფითი გავლენის სხვადასხვა ფორმების შესახებ. აღსანიშნავია მისი პედ. მოღვაწეობა. სამედ. ინ-ტში ის ემსახურებოდა მედიკოსთა მომავალი თაობების აღზრდას. მის მიერ მოამზადდა სახელმძღვანელო, მეთოდური მითითებები, პროგრამები და სხვა, რ-იც დღემდე გამოიყენება სასწ. პროცესში: „დარვინიზმის მნიშვნელობა ზოოლოგიურ მეცნიერებათა განვითარებაში“ (1959); „ექინოკოკოზი, ცენუროზი და მასთან ბრძოლა“ (1962); „Гельминты человека, животных и растений в Грузии : справочник“ (1965); „საქართველოს შინაური ფრინველების ჰელმინთები“ (1976). იგი იყო: ბულგარეთის პარაზიტოლოგთა სამეცნ. საზ-ების  საპატიო წევრი (1984); მოქალაქეთა კავშირის წევრი; რუსეთის ჰელმინთოლოგთა სამეცნ. საზ-ების საპატიო წევრი (1984); საქართვ. მეცნ. აკადემიის წ.-კორ. (1979); უკრაინის პარაზიტოლოგთა სამეცნ. საზ-ებისა (1995) და  ჩეხოსლოვაკიის პარაზიტოლოგთა სამეცნ. საზ-ების საპატიო წევრი (1974). მიღებული აქვს: ღირსების ორდენი (1997); საქართვ. სახელმწ. პრემია; ჯორჯ სოროსის საერთაშ. ფონდის პროფესორის წოდება; სსრკ სახ. მეურნეობის მიღწევათა გამოფენის (ВДНХ) საპატიო დიპლომი; სსრკ სახ. მეურნეობის მიღწევათა გამოფენის (ВДНХ) ბრინჯაოს მედალი და ფულადი პრემია ‘საქართველოს მტკნარი წყლის თევზების პარაზიტების შესწავლისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა შემუშავებისთვის“; საქართვ. სსრ უმაღლ. საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი; საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე; სსრკ სახ. მეურნეობის მიღწევათა გამოფენის (ВДНХ) ვერცხლის მედალი „საბჭოთა კავშირის სახალხო მეურნეობის განვითარებაში მიღწეული შედეგებისთვის“; „საქპატენტიდან" მიღებული აქვს პატენტი (p1781) გამოგონებაზე - "წინამდებარე ჯირკვლის დაავადებების სამკურნალო საშუალება" (1998წ.), მის მიერ შექმნილია პრეპარატი "პროსტასექსინი".

თხზ.: ყურაშვილი, ბ. (1977). ბუნების დაცვა ყოველი მოქალაქის მოვალეობაა. თბ.; ყურაშვილი, ბ.  (თანაავტორი).  (1980). საქართველოს მტკნარი წყლის თევზების უმთავრესი დაავადებანი და მათთან ბრძოლა. თბ., მეცნიერება; ყურაშვილი, ბ.  (თანაავტორი). (1981). საქართველოს ძუძუმწოვარ ცხოველთა ატლასი. თბ., მეცნიერება; ყურაშვილი, ბ. (1988). საქართველოს ცხოველთა სამყაროს დაცვა და რაციონალური გამოყენება. თბ., საბჭ. საქართველო; ყურაშვილი, ბ. (1990). ვისწავლოთ ცხოველთა სამყაროს დაცვა. თბ., მეცნიერება; ყურაშვილი, ბ. (1991). პარაზიტოლოგიური გამოკვლევები მცირე კავკასიონის ბიოგეოცენოზებსა და მეცხოველეობის ფერმებში საქართველოს ფარგლებში. თბ., მეცნიერება; ყურაშვილი, ბ. (1996). პარაზიტოლოგიის მოკლე კურსი : სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის, ასპირანტების, მეცნიერ თანამშრომლებისა და პედაგოგებისათვის. თბ., განათლება; ყურაშვილი, ბ. (1996). უხერხემლოთა ზოოლოგია: სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის, ასპირანტებისა და პედაგოგებისათვის. თბ., განათლება.

ლიტ.: ბრეგაძე, გრ. (2000). ომგადახდილი მეცნიერები: საგამომცემლო ცნობები: კრებული. თბ.