-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი ასოცირებული პროფესორი
ყორღანაშვილი ლარისა დიმიტრის ასული (17.II.1950, თბილისი), პროფესორი, ეკონ. მეცნ. დოქტორი, ასოცირებული პროფესორი. დაამთავრა ლენინგრადის საბჭ. ვაჭრობის ინ-ტის ტექნოლ. ფაკ-ტი (1972) და ასპირანტურა (1977). საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა ლენინგრადის ფ. ენგელსის სახ. საბჭ. ვაჭრობის ინ-ტის ტექნოლ. ფაკ-ტზე თემაზე: „აგრეგატის გამოკვლევა და შექმნა საზოგადოებრივი კვების საწარმოებში მზესუმზირის ცილოვანი იზოლიტების მისაღებად“ და მიენიჭა ტექნიკის მეცნ. კანდიდატის წოდება (1979). სადოქტორო დისერტაცია დაიცვა თემაზე: „კომერციული საქმიანობა მასობრივ კვებაში და მისი სრულყოფის გზები საბაზრო ურთიერთობათა პირობებში“ და მიენიჭა ეკონ. მეცნ. დოქტორის წოდება (1994). მუშაობდა თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის ცილების, ამინომჟავებისა და კვების პროდუქტების ანალოგების დარგობრივი ლაბორ. ჯერ უმცროს, შემდეგ უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად (1974-1984). იყო ფაკ-ტის სხვადასხვა კათედრაზე დოცენტი, პროფესორი, საერთაშ. ბიზნესისა და საგარეო ვაჭრობის ეკონ. კათედრის გამგე, ასოცირებული პროფესორი (1984-2010). საქართვ. ეკონ. და სამართლის ინ-ტის სრული პროფესორი, სასწ. და სამეცნ. პროგრამების ხელმძღვ., სასწ. პროცესების მართვისა და სამეცნ. საქმიანობის კოორდინაციის სამსახურის უფრ. (2009-2011). არის თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კონსულტანტი და ექსპერტი, ამავდროულად, თსუ-ის ტურიზმის საერთაშ. სკოლის მოწვეული პედაგოგი და სამეცნ. კვლევების ცენტრის უფრ (2011-დან). მონაწილეობდა მრავალ საერთაშ. კონფერენციებსა და ტრენინგებში. გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი ნაშრომი როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.
თხზ.:ყორღანაშვილი, ლ. (1995). ვაჭრობის ეკონომიკა. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ყორღანაშვილი, ლ. (1998). საერთაშორისო ბიზნესი. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ყორღანაშვილი, ლ. (2003). ოფშორული ბიზნესი. თბ., უნივერსალი; ყორღანაშვილი, ლ. (2006). საერთაშორისო ბიზნესის ორგანიზაციულ-სამართლებრივი საფუძვლები. თბ., უნივერსალი; ყორღანაშვილი, ლ. (თანაავტორი). (2012). საერთაშორისო ეკონომიკა. თბ., უნივერსალი; ყორღანაშვილი, ლ. (2012). საერთაშორისო ტურიზმი. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ყორღანაშვილი, ლ. (2012). ეკონომიკა. თბ., უნივერსალი.