-
ავტორი
- კატეგორიები: შემომწირველი ინჟინერი პროფესორი უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი
ყიფშიძე ივანე ანდრიას ძე (29.VIII.1881, გორის მაზრა, სოფ. შინდისი - 22.VI.1959), ცნობილი ქართვ. მეცნიერი სამთო საქმის დარგში, ინჟინერი, პედაგოგი და პროფესორი (1950). დაამთავრა გორის სას. სასწავლებელი (1896) და აახენის პოლიტექ. ინ-ტის სამთო ფაკ-ტი(გერმანია, 1907). იყო საქართვ. ეროვნ.-დემოკრატ. პარტიის წევრი (1919); თბილ. ქალაქის საბჭ. ხმოსნობის კანდიდატი; წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის წევრი (1908-დან), ქართ. უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ბის აქტიური წევრი (1817-1918); მუშაობდა საქართვ. სამთო სამმართველოში (1914), იყო ამავე სამმართველოს უფრ. (1918); მონაწილეობდა თსუ-ის პოლიტექ. ფაკ-ტის ჩამოყალიბებაში (1922); იყო ამ ფაკ-ტის მდივანი და პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით უნ-ტის ლექტორად დამტკიცებული (23.II.1922); ხელმძღვანელობდა ამიერკავკ. სამთო-მეტალურგიულ ინ-ტს (1930); საქართვ. ინდუსტრიული ინ-ტის მაღაროს ვენტილაციისა და ტრანსპორტის კათედრას (1936 ); იყო საქართვ. ინდუსტრიული ინ-ტის სამთო ფაკ-ტის დეკანი(1938–1940); საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის მაღაროს ვენტილაციისა და უსაფრთხოების ტექ. ფაკ-ტის კათედრის გამგე (1939-1959); საქართვ. სამთოელთა სამეცნ.-ტექ. საზ-ბის ფუძემდებელი და თავ-რე (1932-1940). საქართვ. მეცნ. დამსახ. მოღვაწე (1946), შრომის წითელი დროშის ორდენი.
თხზ.:ყიფშიძე, ი. (1937). ნავთობი: წარმოშობა, საბადოები, ამოღება, საქართველოს ნავთობი. თბ., ტექ. და შრომა; ყიფშიძე, ი. (1948). მტვერ-გაზის რეჟიმი ქვანახშირის შახტებში. თბ., ტექ. და შრომა.
ლიტ.:ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10. თბ., 1986, გვ. 656; გაიპარაშვილი, ზ., ლილუაშვილი, მ. (2006). ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს ოქმები 1917-1926, თბ.; საქართვ. ეროვნ. არქივი, პეტრე მელიქიშვილის პირადი ფონდი და თსუ-ის ფონდი 471-1-16, გვ. 4; თსუ-ის ისტორიის მუზეუმი, ნმ.1631/181.