ყიფშიძე ილია
ყიფშიძე ილია

ყიფშიძე ილია (1882, სოფ. სოღოლაშენი, გორის მაზრა - 1953, თბილისი), დაამთავრა რაინ-ვესტფალიის უმაღლ. ტექ. სკოლა ქ. აახენში (1908). მიიწვიეს თბილ. უნ-ტში გერმ. ენის მასწავლებლად (1919); უნ-ტის პროფ. საბჭომ, სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკ-ტის შუამდგომლობით, მინერალოგიის კათედრის ასისტენტად დაამტკიცა (29.XI.1919). მუშაობდა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტში (1928-1938). მან, ა. თვალჭრელიძესთან ერთად, საფუძველი ჩაუყარა კრისტალოგრაფიისა და მინერალოგიის სწავლებას თსუ-სა და პოლიტექ. ინ-ტში. მისი შრომებიდან აღსანიშნავია "გეომეტრიული კრისტალოგრაფია"(1935) და ,,მინერალოგიის“ პირველი სახელმძღვანელო (1938), რომლის თანაავტორებიც არიან გ. გვახარია და გ. ძოწენიძე. იგი საქართვ. გეოლ. განათლების ერთ-ერთი ფუძემდებელია.

თხზ.: ყიფშიძე, ილ. (1934). გეომეტრიული კრისტალოგრაფიის პროგრამა : ბიოლოგიური განყოფილების სტუდენტებისათვის. ტფ., ქიმპრომ. არსებ. ლითოგრ.; ყიფშიძე, ილ. (1935). გეომეტრიული კრისტალოგრაფია. ტფ., სახუნტი.

ლიტ.: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.471