ყიფშიძე ეკატერინე ალექსის ასული
ყიფშიძე ეკატერინე ალექსის ასული

ყიფშიძე ეკატერინე ალექსის ასული (15.XII.1888, თერჯოლის რ-ნის სოფ. სიმონეთი-19??, თბილისი), პედაგოგი, საზ. მოღვაწე. სწავლობდა ქუთ. გავრილოვის სახ. ქალთა სასწავლებელში (1896-1904); დაამთავრა მოსკ. უმაღლ. ქალთა კურსები, ფიზ.-მათ. ფაკ-ტი პირველი ხარისხის დიპლომით (31.V.1913). იყო XX ს-ის დასაწყისის ქართ. საგანმან. და საქველმოქმედო საზ-ბების აქტიური წევრი და შემომწირველი; ქართ. უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ბის დამხმარე წევრი (1917-1918); თსუ-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის ი. ყიფშიძის და, და ცნობილი ქართვ. მხატვრის მ. თოიძის მეუღლე.

ლიტ.: საქართვ. ეროვნ. არქივი: პ. მელიქიშვილის პირადი ფონდი: თსუ-ის ფონდი:  471-1-16, გვ. 5ა; ხელნაწერთა ერვნ. ცენტრი: ი. ყიფშიძის პირადი ფონდი; მ. თოიძის სახლ-მუზეუმის ხელნაწერთა ფონდი.