-
ავტორი
- კატეგორიები: შემომწირველი უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი
ყიფშიძე დავით ალექსის ძე (1890, სოფ. სკანდე - 1919, სოფ. სიმონეთი) - ფილოლგი, ისტორიკოსი. დაამთავრა ქუთ. კლასიკური გიმნაზია; პეტროგრადის უნ-ტის აღმ. ენათა ფაკ-ტის ქართ.-სომხ. განყ-ება (1916). იყო პეტერბურგის ქართვ. სტუდენტთა სამეცნ. წრის აქტიური წევრი. ნიკო მარის ხელმძღვანელობით სტუდენტობიდანვე ეწეოდა სამეცნ. მუშაობას. იკვლევდა შუა ს-ბის კლდეში ნაკვეთ ქალაქებს (ვარძია, უფლისციხე), ანისის გამოქვაბულებს. ხელმძღვანელობდა ცაგერის რ-ნში არქეოლ. გათხრებს (1914). იყო ქართ. უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ბის წევრი(1917-1918); თსუ-ის პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით მოიწვიეს ახლად დაარსებულ თბილ. უნ-ტში (1918), სადაც გარდაცვალებამდე კითხულობდა სომხ. ენის კურსს.
ლიტ.: გაიპარაშვილი, ზ., ლილუაშვილი, მ. (2006). ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს ოქმები 1917-1926. თბ.; საქართვ. ეროვნ. არქივი, პეტრე მელიქიშვილის პირადი ფონდი და თსუ-ის ფონდი 471-1-16, გვ. 5ა; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი.